საია: “საარჩევნო პროცესები მნიშვნელოვანი დარღვევებით დაიწყო”

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ [საია] სადამკვირვებლო მისია, 11:00 საათის მდგომარეობით, აცხადებს, რომ „26 ოქტომბრის საარჩევნო პროცესები მნიშვნელოვანი დარღვევებით დაიწყო“ . საარჩევნო უბნის გახსნასთან დაკავშირებული ხარვეზები მოიცავს როგორც საარჩევნო უბნების დაგვიანებით გახსნას, ასევე – „ფუნქციების როგორც შეუსრულებლობის, ისე თვითნებურად გადაცვლის“ ფაქტებს.
„კენჭისყრის პროცესის დროს გამოვლინდა როგორც აპარატების გაუმართაობის, ისე ხმის ფარულობის დარღვევის ფაქტები“, – აღნიშნავს საია.
დამკვირვებლებმა შენიშნეს შემდეგი ფაქტები:
· რუსთავის ოლქში, 27-ე უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს, ბიულეტენის ნაცვლად, აჩვენა ფურცელი, „რომელზეც ციფრი 41-ის წინ არსებული წრეა გაფერადებული“ და მისცა მითითება, რომ „მსგავსად გააფერადონ ბიულეტენი“.
· მარნეულის 35-ე უბანზე, პირმა, რომელიც, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია, ორჯერ მისცა ხმა.
· გამოვლინდა ამომრჩევლისთვის ორი ბიულეტენის გადაცემის ფაქტები – გლდანის მე-13, ისნის 41-ე, წალენჯიხის მე-5, ქუთაისის და ს მე-13 უბნებზე.
· „რეგისტრატორები პირადობის მოწმობებს [ვერიფიკაციის აპარატში] ატარებენ არასწორად, რის გამოც, უწევთ მონაცემების ხელით შეყვანა“.
· „ნინოწმინდის მე-3 უბანზე ამომრჩეველი მივიდა ერთ-ერთ რეგისტრატორთან, რა დროსაც აპარატმა გამოსცა სპეციალური სიგნალი, ხოლო მეორე აპარატს მსგავსი სიგნალი არ გამოუცია, რის შემდეგაც მან რეგისტრაცია გაიარა“.
· დიდუბის ოლქის 27-ე უბანზე რეგისტრატორების უკან იდგა უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირი, რომელიც ამომრჩევლის პირად მონაცემებს ინიშნავდა.
ასევე გამოვლინდა საიას დამკვირვებლისთვის საქმიანობაში ხელშეშლის რამდენიმე ფაქტი.
დარღვევები გამოვლინდა საარჩევნო უბნების პერიმეტრზეც:
· კვლავ გამოვლინდა გარე პერიმეტრზე კოორდინატორების შეკრების, ხოლო კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე – ადამიანების ჯგუფების შეკრების ძველი ტენდენცია.
· ში, 21-ე საარჩევნო უბანთან ახლოს, 25 მეტრის რადიუსში, საიას სადამკვირვებლო მისიამ პარტია „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალა შენიშნა. ფაქტზე რეაგირებისთვის -ს მიმართეს. დარღვევა ბოლომდე არ აღმოიფხვრა. მსგავსი შემთხვევა იყო ჩოხატაურის პირველ უბანთანაც.
საზღვარგარეთის უბნებში, ძირითადად, პროცედურული სახის დარღვევები გამოვლინდა.
Საიას დამკვირვებლებმა დილის 10 საათისთვის ჩანაწერთა წიგნში დააფიქსირეს 15 შენიშვნა, საუბნო საარჩევნო კომისიაში დაიწერა 11, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე – 4 საჩივარი.
დარღვევების ჩამონათვალი 11 საათისთვის არსებულ მდგომარეობას ასახავს.
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საია ქვეყნის მასშტაბით 55 მუნიციპალიტეტში, 64 საარჩევნო ოლქსა და საზღვარგარეთის 15 ქვეყანაში 650-მდე დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდება. საიას საარჩევნო მისია ფარავს 1500-ზე მეტ საარჩევნო უბანს, რაც საერთო საარჩევნო უბნების დაახლოებით ნახევარია.
საიას ცენტრალურ შტაბში ს დღეს ფუნქციონირებს ცხელი ხაზი – 577 07 05 67. ამ ნომრის გამოყენებით, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია კონსულტაციის გავლა საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით, ასევე, დარღვევების შესახებ ინფორმაციის მოწოდება. დარღვევების თაობაზე ინფორმაციის მოწოდება ასევე შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის მოქალაქეები პარლამენტის 150 დეპუტატს მხოლოდ პროპორციული სისტემით ირჩევენ.
პარლამენტის მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მაინც.
ქვეყნის ისტორიაში პირველად ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული საშუალებების გამოყენებით აძლევს. ხმის უფლების მქონე მოქალაქე ბიულეტენზე მოცემული 18 პოლიტიკური პარტიიდან ირჩევს ერთს, რისთვისაც შესაბამისი პარტიის წინ არსებული წრის შიდა სივრცე უნდა გააფერადოს.
საარჩევნო პროცესს აკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი. აკრედიტებულია 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.
კენჭისყრა 20:00 საათზე დასრულდება, თუმცა ამ დროისთვის რიგში დარჩენილ ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ.