თამარ კორძაია – არჩევნების ჩატარებაზე პერსონალური პასუხისმგებლობა ეკისრება გიორგი კალანდარიშვილს, რომელმაც უნდა აიღოს მართვის სადავეები და არ დაუთმოს „ქართულ ოცნებას“ ძალადობის შესაძლებლობის სივრცე

ამ ს ჩატარებაზე პერსონალური პასუხისმგებლობა ეკისრება გიორგი კალანდარიშვილს, რომელმაც უნდა აიღოს მართვის სადავეები და არ დაუთმოს „ქართულ ოცნებას“ ძალადობის შესაძლებლობის სივრცე. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ კალანდარიშვილს, გამოვიდეს, საჯაროდ მოუწოდოს კიდევ ერთხელ კომისიის წევრებს, რომ დაიცვან კანონი. ყოველწუთიერად მისცეს მითითება იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის კანონში გაწერილი იმისთვის, რომ ამომრჩევლის ნება იყოს გათვალისწინებული და იყოს ყურადღებით,- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა მაღალ აქტივობას და მოქალაქეებს არჩევნებში მაქსიმალური მონაწილეობისკენ მოუწოდა.
„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ აქტივობა არის საკმაოდ მაღალი და ეს უკვე ძალიან კარგი ნიშანია. მიუხედავად ამინდისა, მე მიხარია, რომ საქართველოს მოქალაქეები ასრულებენ საკუთარ მოქალაქეობრივ ვალს. მოვუწოდებ კიდევ სხვებს, ვინც ჯერ კიდევ არ მისულა, რაც შეიძლება მალე მიხვიდეთ არჩევნებზე!
რაც შეეხება დარღვევებს ქუთაისის ნომერ მე-11 და მე-7უბანში მოხდა ორი ბიულეტენის გაცემა, გორის 80-ე უბანში, დედოფლისწყაროს მე-2 უბანში, მთაწმინდის 31-ე უბანში. სისტემურ დარღვევას აქვს ადგილი, ასევე, დამკვირვებლებთან მიმართებით, როდესაც რეგისტრატორების უკან არ აძლევენ სათანადო დაკვირვების შესაძლებლობას. ჩვენ გუშინაც მოვუწოდეთ ს და პერსონალურად გიორგი კალანდარიშვილს, რომ უზრუნველყოს საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლების მიერ საკუთარი ფუნქციების დაუბრკოლებლად შესრულება, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ რეაგირებას ცესკოსგან. ასევე, ჩვენ მიერ გამოვლინდა საჯარო მოხელეების მხრიდან ზეწოლის ფაქტები, ასპინძის მე-20 უბანზე რწმუნებული ნოდარ ბაბელაშვილი, დეპუტატი გოჩა ყრუაშვილი ახდენდნენ ამომრჩეველზე ზეწოლას. მათ გაიყვანეს კომისიის ორი წევრი უბნიდან, აძლევდნენ მითითებებს და ერევიან კომისიის წევრების საქმიანობაში. ქარელის რაიონში, აბიშში, მე-7 უბანზე გამგებლის წარმომადგენელი სიმონ მარგველაშვილი ახორციელებდა ასევე ამომრჩეველზე ზეწოლას. ძალიან მნიშვნელოვან დარღვევას ჰქონდა ადგილი გარდაბნის 51-ე უბანზე, ამ წუთში ჩვენ უკვე ვწერთ საჩივარს – აბელ მირზოევმა წაიღო გადასატანი საარჩევნო ყუთი და მას გაჰყვნენ მხოლოდ „ქართული ოცნების“ კომისიის წევრები, არ გააყოლეს დამკვირვებლები, რაც სერიოზული დარღვევაა. სამგორის 38-ე უბანზე მარკირების სითხე არ არის საერთოდ და არ ხდება ამომრჩევლის მარკირება. გიორგი კალანდარიშვილს მოვუწოდებ, რომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს სწორედ ამ უბანზე, ვინაიდან ეს არის უბანი, სადაც ჩასახლებული არიან სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლები. შესაძლოა იქ მისული სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები საღამოს სხვა უბანზე აღმოჩნდნენ სპეცსიაში და ეს შესაძლებლობა არ უნდა მიეცეს არც ერთ პოლიციელს, არც ერთ სამხედრო თანამშრომელს, იმიტომ, რომ ადამიანს აქვს ერთი ხმა და ეს ხმა კანონის დაცვით უნდა იქნას მიცემული. ასევე, ჩვენ მიერ გამოვლინდა ამომრჩევლების აღრიცხვა უბნებზე და „ქართული ოცნების“ კოორდინატორები არიან მობილიზებული უბნებთან და საარჩევნო სიები აქვთ იმისთვის, რომ მოახდინონ ამომრჩეველთა აღრიცხვა. ეს არის ქუთაისის მე-7, 64-ე და მე-11 უბნები, ს მე-5 უბანი, ლაგოდეხში, ზუგდიდის მე-10 უბანი, მარტვილის მე-9 უბანი, ბოლნისის 51-ე და 52-ე უბნების მიმდებარედ, მარნეულის მე-3 და მე-5 უბნები, ისნის 30-ე უბანი. საინტერესო და ძალიან ყურადსაღები ფაქტია დარღვევა მარტვილში – კომისიის წევრებსა და კოორდინატორებს ბეიჯებში აქვთ საარჩევნო სიები და ამ ფორმით მალავენ. დამკვირვებლებზე ზეწოლა ბათუმის მე-2 უბანზე ხდება.
იმისთვის, რომ დღევანდელი არჩევნები ჩაითვალოს სამართლიან, თავისუფალ და თანასწორად ჩატარებულ არჩევნებად, აუცილებელია, რომ ყველა ეს დარღვევა იქნას დაუყოვნებლივ აღმოფხვრილი და მთელი დღის განმავლობაში არჩევნები ჩატარდეს მშვიდად, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე.“- განაცხადა კორძაიამ.