სამწუხაროდ დაფიქსირდა ამომრჩევლის მობილიზაციისთვის ხელშეშლის და ზეწოლის ფაქტები, ყველას მოვუწოდებ, რომ ხელი შეუწყონ მშვიდ ვითარებაში არჩევნების ჩატარებას

სამწუხაროდ დაფიქსირდა ამომრჩევლის მობილიზაციისთვის ხელშეშლის და ზეწოლის ფაქტები, ყველას მოვუწოდებ, რომ ხელი შეუწყონ მშვიდ ვითარებაში ს ჩატარებას
ამომრჩევლის მობილიზაცია პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციაა და გავაგრძელებთ მთელი დღის განმავლობაში ამომრჩევლების მობილიზაციას, იმისთვის, რომ მაქსიმალურად მეტმა ამომრჩეველმა გამოხატოს საკუთარი არჩევანი, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამომრჩევლის მობილიზაციისთვის ხელის შეშლის და ზეწოლის ფაქტები დაფიქსირდა, რაც სამწუხაროა.
ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში. იმედოვნებს, რომ საარჩევნო პროცესი ასევე მშვიდად გაგრძელდება.
„სამწუხაროდ დაფიქსირდა ამომრჩევლის მობილიზაციისთვის ხელის შეშლის ფაქტები. სამწუხარო ის არის, რომ ხშირად ჟურნალისტების მხრიდან ხორციელდება ასეთი რამ. ასევე იყო ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტები, მათ შორის, ამომრჩეველს არ აძლევდნენ საშუალებას, რომ საკუთარ ავტომობილში ყოფილიყო მშვიდად და განეხორციელებინა ის საქმიანობა, რისი განხორციელების უფლებაც მას კანონის შესაბამისად აქვს.
ჩვენ გვესმის, რომ მაღალი აქტივობა რადიკალურ ოპოზიციას აღიზიანებს, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამომრჩევლისთვის და ამომრჩევლის მობილიზებისთვის ხელშეშლა არის არჩევნების საწინააღმდეგო მოვლენა, ეწინააღმდეგება პრინციპებს და ყველას მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ მშვიდ ვითარებაში ამ არჩევნების ჩატარებას“, – აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩევნების შემდეგ ოპოზიციის ე.წ. ლიდერები პირდაპირ ამბობდნენ, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშები მათთვის იყო ფარატინა ფურცელი, ახლა გამოდიან და ამბობენ, რომ თურმე ეუთო/ოდირის მოწვევა მნიშვნელოვანი და გამწყვეტიც კი არის

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: ევროპელი მაღალჩინოსნების განცხადება სხვა არაფერია, თუ არა იმის მორიგი ლუსტრაცია, რომ გასულ წელს ხელისუფლების დამხობის მცდელობა და მომიტინგეების ბრუტალური ძალადობა სწორედ გარედან იყო მხარდაჭერილი