ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა დასრულდა – დახურულ კარს მიღმა, ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩებთან სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდა

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა დასრულდა. დახურულ კარს მიღმა, ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩებთან სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდა. შალვა პაპუაშვილმა საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები განიხილა, ისაუბრა უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რეგიონში გაუარესებულ უსაფრთხოების გარემოზე.
პარტნიორებთან სპიკერმა აქცენტი გააკეთა იმაზ, რომ მსგავს პირობებში საქართველომ შეინარჩუნა სტაბილურობა და ეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქოლგის გარეშე მოახერხა.
დელეგაციამ ელჩებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია იმაზე, თუ რას აკეთებს ქვეყანა იმ რეფორმების შერულებისთვის, რაც ნატოში გაწევრიანებისთვის არის აუცილებელი.
„ჩვენმა ნატოელმა პარტნიორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, საქართველოს შთამბეჭდავი პროგრესი რეფორმების თვალსაზრისით და კიდევ ერთხელ მოიხსენია საქართველო, როგორც ჩემპიონი რეფორმების თვალსაზრისით. ის, რაც ჩვენი მხრიდან იყო ნათქვამი და ჩვენ ვიყავით ძალიან პირდაპირები და პრინციპულები, მომთხოვნებიც. ვთქვით, რომ აუცილებელი არის საქართველოს ნატო-ში გაწევრება და არ შეიძლება ამ გადაწყვეტილების გადადება ან გაჯანჯლება, ეს არის აუცილებელი. პირველ რიგში გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არის ერთგული იმ ღირებულებების, რისი ერთგულიც არის ნატო და მისი მოკავშირეები,“ – აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: ხელოვანი ხალხის მიმართ ბულინგი ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულებაა, დღეს არიან ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, როგორც საუკუნის წინ მოქმედებდნენ ქართველი ბოლშევიკები

დავით ჩიხელიძე: აშშ-ს შეეძლო ივანიშვილი ე.წ. მაგნიტსკის სიაში შეეყვანა, მაგრამ ვერ გაბედეს, რომ მისთვის სამუდამო სანქციები დაეწესებინათ, რაც თავის მხრივ აშშ-ს გადაწყვეტილების არასერიოზულობას უსვამს ხაზს

ისტორიის კანალიზაციაში მიმავალმა ბაიდენის ადმინისტრაციამ, ის მაინც ვერ გაბედა, რომ უდიდესი ქველმოქმედის და მამულიშვილის, ბიძინა ივანიშვილის სახელი მაგნიტსკის სიაში შეეტანა – ედიშერ გვენეტაძე