კობახიძე: მოვუწოდებ ყველა პარტიას, აღიაროს ცესკოს მიერ წარმოდგენილი შედეგები

პრემიერმინისტრმა ირაკლი მ საპარლამენტო არჩევნებზე ხმა მისცა.

ხმის მიცემის პროცედურის შემდეგ მან დღევანდელ არჩევნებს რეფერენდუმი უწოდა. მისი მტკიცებით, მმართველი პარტია 60%-იან შედეგს ელოდება.

“ეს არის ძალიან პრინციპული, გადამწყვეტი , რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, 2012 წლის არჩევნების ტოლფასი არჩევნები, სადაც კიდევ ერთხელ, საბოლოოდ უნდა გადაწყდეს, ქვეყნის განვითარების მიმართულება. ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის… გვაქვს ძალიან ოპტიმისტური პროგნოზი, ველოდებით 60 პროცენტამდე ხმებს…

მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას აღიაროს ს მიერ წარმოდგენილი არჩევნების შედეგები, მათ შორის ჩვენც. ეს არის ერთ-ერთი პრინციპული განსხვავება ჩვენსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. ჩვენ ყოველთვის მივყვებით ცესკოს შედეგებს, მაგრამ მოვუწოდებ ოპოზიციას, როცა დაიდება 60%-იანი შედეგი, შეეგუონ იმას, რომ ქართველმა ხალხმა საბოლოოდ უთხრათ უარი ბნელ წარსულში დაბრუნებაზე”, – თქვა კობახიძემ.