ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის განცხადებით, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში 70 უბანზე რეგისტრირებულია 116 526 ამომრჩეველი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მირანდა მესხმა განუცხადა, მუნიციპალიტეტში ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია და არანაირი პრობლემა არ დაფიქსირებულა.
„ზუგდიდის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული არის 116 526 ამომრჩეველი. უბნების რაოდენობა არის 70, საიდანაც 62 უბანზე არის ელექტრონული ტექნოლოგიებით კენჭისყრის პროცესი, 8 უბანზე ჩვეულებრივად, ტრადიციული წესია. ამ ეტაპისთვის, ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია“, – განაცხადა მირანდა მესხმა.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/giaxuxashsvili-29-740x375-Mz8BaK-300x152.jpeg)