ზუგდიდის მერის განცხადებით, არჩევანი გააკეთა იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, რომელიც ქვეყანას მშვიდობას, ღირსებას და კეთილდღეობას მოუტანს

ზუგდიდის მერის, მამუკა წოწერიას განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებზე არჩევანი გააკეთა იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, რომელიც ქვეყანას მოუტანს მშვიდობას, ღირსებას და კეთილდღეობას.
აღნიშნული განცხადება მერმა ჟურნალისტებთან ზუგდიდში, 1-ელ სარჩევნო უბანზე გააკეთა, სადაც ხმა მისცა.
„ყველას მოვუწოდებ, გააკეთოს იგივე არჩევანი, რადგან ჩვენი სამშობლო მშვიდობის, კეთილდღეობისა და ღირსების გზაზე იდგეს და ასე წავიდეთ ევროკავშირისკენ და სხვა ნებისმიერი სტრუქტურის ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კუპრაძე – თსუ-ის მარშზე არ ვიყავით წარმოდგენილი, აქციის მთავარი პოლიტიკური მოთხოვნიდან გამომდინარე, რაც ბოიკოტის მხარდაჭერას გულისხმობს – მონაწილეები ვიყავით და ვიქნებით ყველა ტიპის ქუჩის პროტესტში

ინფრასტრუქტურის მინისტრი ჯუთამდე მისასვლელ გზაზე – დეტალური საინჟინრო კვლევები და დაკვირვებითი სამუშაოები მიმდინარეობს, შედეგებზე დაყრდნობით მეწყრისგან დაცვის კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმება