რუსეთში ვიზიტის შემდეგ, გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს უკრაინაში ჩამოსვლა უნდოდა, მაგრამ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამაზე უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Agence France-Presse-ი (AFP) უკრაინის პრეზიდენტის ოფისში მაღალი თანამდებობის მქონე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, წყაროს ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის ვიზიტზე მისი BRICS-ის სამიტში მონაწილეობის გამო, რომელიც რუსეთის ქალაქ ყაზანში ჩატარდა.
“ყაზანის შემდეგ [გუტერეშს] უკრაინაში ჩამოსვლა უნდოდა, მაგრამ პრეზიდენტმა არ შეათანხმა მისი ვიზიტი. ამიტომ გუტერეში აქ არ იქნება”, – განაცხადა წყარომ.
გამოცემის წყარომ აღნიშნა, რომ გაეროს გენერალური მდივნის უკრაინაში ვიზიტი იმიტომ არ შედგა, რომ მან თავისი საქციელით საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მნიშვნელობა დაამცირა, რომელმაც პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
წყაროს ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის ვიზიტზე მისი BRICS-ის სამიტში მონაწილეობის გამო, რომელიც რუსეთის ქალაქ ყაზანში ჩატარდა.
ინტერპრესნიუსი