ლევან გაჩეჩილაძე: მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ღია წერილი გავუგზავნეთ აშშ-ს პრეზიდენტს, იყო რამდენიმე

მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ღია წერილი გავუგზავნეთ -ს პრეზიდენტს, იყო რამდენიმე, – განაცხადა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ ბიზნესმენმა ლევან გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, პირველი ის, რომ წლების განმავლობაში მათი საელჩო ეყრდნობა მხოლოდ ცალმხრივ ინფორმაციას, ანგაჟირებულ ადამიანებს და სიმართლის მიწოდება ვერაფრით ხდება.

„მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ღია წერილი გავუგზავნეთ აშშ-ს პრეზიდენტს, იყო რამდენიმე. პირველი ის, რომ წლების განმავლობაში მათი საელჩო აქ ეყრდნობა მხოლოდ ცალმხრივ ინფორმაციას, ანგაჟირებულ ადამიანებს და სიმართლის მიწოდება ვერაფრით ხდება. შესაბამისი განცხადებები რომ მოისმინონ მხოლოდ და მხოლოდ ეყრდნობიან იმას, ვისაც აფინანსებენ, საინფორმაციო თვალსაზრისით. ამიტომ ჩავთვალეთ ჩვენ, რომ აუცილებელი იყო ჩვენი მხრიდან მიგვეწოდებინა ინფორმაცია, რომ ჩვენც პროდასავლელი ადამიანები ვართ, ჩვენც გვიყვარს საქმიანობა დასავლურ რეჟიმში, მათი კულტურა გვიყვარს, მათი ცივილიზაცია გვიყვარს, მაგრამ ჩვენ ნომერ 41-ის ამომრჩევლები ვართ, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები ვართ და სულაც არ ვიზიარებთ იმ სულისკვეთებას, რა სულისკვეთებითაც ისინი და მათი წარმომადგენლები განცხადებებს აკეთებენ ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ. შესაბამისად, ეს იყო იმის მიზეზი, რომ ჩვენ ღია წერილი დავწერეთ.

მინდა ყველას ვთხოვო, რომ შემოუერთდეს ამ წერილს, თუნდაც „ლაიქის“ სახით, ვინაიდან, რაც მეტი იქნება ხელმომწერი და გამზიარებელი ამ წერილის, მით უფრო ბევრი ადამიანი წაიკითხავს მას უცხოეთში“, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, წერილში იგულისხმება ოპოზიციის მხარდამჭერი მესამე სექტორის ნაწილი და მათ მიერ მართული მედია.

„ამათ ინფორმაციას ეყრდნობა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და საბოლოო ჯამში, მთელი პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ინფორმაციაა მთავარი, მისი მიწოდება ხდება ცალმხრივად. შესაბამისად, ამ ინფორმაციის მიწოდების შედეგად ისინიც შესაბამის განცხადებებს აკეთებენ. დიახ, სწორედ ეს „ენჯეოები“ აყალბებენ არჩევნებს, სწორედ ამ „ენჯეოებმა“ მოიტაცეს 2008 წლის და სწორედ ამ „ენჯეოების“ საფუძველზე, ჯერ კიდევ ს მიერ დაუთვლელ არჩევნებში, პრეზიდენტმა ბუშმა სააკაშვილს არჩევნები მოულოცა. აღარ მინდა ასეთი რამ განმეორდეს.

გაიზიარებენ ისინი ამას თუ არა, ჩვენ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი სიმართლით, სწორი ნაბიჯებით, ჩვენი ქართველობით, ჩვენი ეკლესიურობით სულ ვიხელმძღვანელოთ იმ აზრებით და იმ პირობებით, რაც მართალია, რაც იქნება ძლიერი არგუმენტები იმისა, რომ მათ ერთხელ და სამუდამოდ გაიგონ, რომ ჩვენ, ქართველი ხალხი ვწყვეტთ არჩევნების ბედს და არა ამერიკის საელჩო საქართველოში ან სხვა ვინმე ამერიკის შეერთებული შტატებიდან“, – აღნიშნა ლევან გაჩეჩილაძემ.

ლევან გაჩეჩილაძე, გიორგი გიგინეიშვილი, ლევან გიგინეიშვილი, ირაკლი იაშვილი, ზაზა ნიშნიანიძე და ირაკლი რუხაძე აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს ღია წერილით მიმართავენ.

ასევე დაგაინტერესებთ