ანა კობახიძე – მივმართავ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომიისიის წევრებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს, კეთილსინდისიერად შეასრულეთ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის ფუნქციები და უზრუნველყავით ამომრჩევლის ნება

თუ სართო საქმეა, მაშინ ყველა მოხელემ ხელი უნდა შეუწყოს ყველა ჩართულ მხარეს შეუფერხებლად შეასრულონ თავისი უფლებამოსილებები , – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლიდან” “ცენტრალური საარჩევნო კომისიის” წევრმა ანა მ განაცხადა.
კობახიძე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს კეთილსინდისიერებისკენ მოუწოდებს.
“მივმართავ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს და ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს, კეთილსინდისიერად შეასრულეთ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის ფუნქციები და უზრუნველყავით ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა და იმოქმედეთ საარჩევნო კოდექსის შესაბამისად. არ იმოქმედოთ თვითნებურად და ნუ შეასრულებთ უკანონო დავალებებსა და მითითებებს თუ არჩევნები სართო საქმეა, მაშინ ყველა მოხელემ ხელი უნდა შეუწყოს ყველა ჩართულ მხარეს შეუფერხებლად შეასრულონ თავისი უფლებამოსილებები“, – აცხადებს ანა კობახიძე.

ასევე დაგაინტერესებთ