მ, ნაძალადევსა და ჩუღურეთში, 30-ზე მეტ ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა

თბილისის მერიის მიერ მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება გრძელდება. მ ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 21 ოჯახს და ჩუღურეთში 13 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ფართები მათ სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცათ.
„დღეს 34 ოჯახი გავახარეთ მათ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცათ იმ საცხოვრებელი ფართების, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობენ ეს ადამიანები და, გარკვეული მიზეზების გამო, ვერ ახერხებდნენ დაკანონებას. საერთო ჯამში, აღნიშნული პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. 3 000-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილებულია.
მივმართავ იმ ადამიანებს, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს: აუცილებლად უნდა მიმართონ იმ რაიონის გამგეობებს, სადაც ცხოვრობენ და ყველანაირად დაეხმარებიან,“ – აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი იქცა რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ქმედით ინსტრუმენტად, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება, ის ყოველთვის იყო და იქნება რეგიონული დიალოგის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა

დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული, უკვე მეხუთედ მასპინძლობს მსოფლიოს 2000-მდე პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის, როგორც რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს – ირაკლი კობახიძე

საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა – გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან