ირაკლი კობახიძე – „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს შინაარსობრივად არაფერი აქვს საერთო რუსეთის კანონთან, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონი ჩვენი ერის გადაწყვეტილებას წარმოადგენს

ჩვენ მივიღეთ კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“, რომელსაც შინაარსობრივად არაფერი აქვს საერთო არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ს კანონის შინაარსთან. ჩვენთან საუბარია მხოლოდ გამჭვირვალობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი Euronews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილებები საქართველოს მთავრობამ მიიღო და ამ გადაწყვეტილებებს არაფერი აქვთ საერთო რუსეთის მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან.
„კიდევ ერთი რამ, რაც გათვალისწინებულია ამ კანონით, არის ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის სამინისტროს თავიანთ ყოველწლიურ ფინანსურ დეკლარაციებს აბარებენ – სულ ეს არის.
არანაირი შეზღუდვები არ არის გათვალისწინებული. სწორედ ამ მიზეზით აბსოლუტურად ყალბია გზავნილები რუსულ კანონთან დაკავშირებით. რაც შეეხება კანონს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ, ის ასევე წარმოადგენს ჩვენი ერის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირაკლი მ.
აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.