პრეზიდენტის ინიციატივით, 2023 წლის 8 ნოემბერს დაწყებული ხელმოწერების კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში, კვირას, 10 დეკემბერს, თბილისის დროით, 17:00 საათზე სალომე ზურაბიშვილი Zoom პლატფორმის მეშვეობით ევროპაში მცხოვრებ ემიგრანტებთან გამართავს შეხვედრას.
“შეხვედრის მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ემიგრანტმა საქართველოდან მიაწვდინოს ხმა ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ქვეყნების ლიდერებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თხოვნით. კამპანიის მიზანია, კიდევ ერთხელ დავანახოთ ევროპას ჩვენი საზოგადოების ერთსულოვნება და მტკიცე ერთგულება საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ” ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.