გიორგი კალანდარიშვილი განმარტავს, რატომ შეიყვანა მთავრობამ ცესკოს შენობა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ჩამონათვალში

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი განმარტავს, თუ რატომ შეიყვანა მთავრობამ ადმინისტრაციის შენობა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ჩამონათვალში.
როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, შესაძლოა, მთავრობას, გადაწყვეტილების მიღებისას, 2020 წლის ს შემდგომი გამოცდილებით ეხელმძღვანელა.
„გადაწყვეტილება ამის შესახებ მთავრობამ მიიღო. დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი მოტივები და წინაპირობა ჰქონდა იმის თაობაზე, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიეღოთ. შესაძლოა, ჩვენ ვივარაუდოთ, რომ ეს მათ შორის ეფუძნებოდეს იმ გარემოებას, რაც წინა წლებში, განსაკუთრებით, 2020 წლის შემთხვევას თუ გავიხსენებთ, როცა გარკვეული დემონსტრაციები ხორციელდებოდა ინსტიტუციის შემოგარენში. ასევე, თუ გავიხსენებთ იმ შედეგებს, რომელიც ამ ყველაფრის შემდეგ იყო; ის საფრთხეები, რომელიც ზოგადად ინსტიტუციის გამართულ ფუნქციონირებას აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ. აქედან გამომდინარე, ალბათ, შესაბამისი გარემოებების შეფასებისა და ანალიზზე საფუძველზე მთავრობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
მთავრობის შესაბამის დადგენილებას, პრემიერ-მინისტრმა მ ხელი 23 ოქტომბერს მოაწერა.
დოკუმენტით ზუსტდება ის სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები, რომელთა ხელში ჩაგდება ან ბლოკირება თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
ობიექტების ჩამონათვალშია მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაც.

ასევე დაგაინტერესებთ