გიორგი ვაშაძე – ვეუბნები „ქართულ ოცნებას“, თქვენ დასრულებული ხართ! – როგორი სირცხვილია, პაპუაშვილი, კობახიძე და კალაძე მთელი ღამე დადიოდნენ, რომ ჩვენს ბანერებზე რაღაც დაეკიდებინათ

ვეუბნები „ქართულ ოცნებას”, თქვენ დასრულებული ხართ! – როგორი სირცხვილია, რომ პაპუაშვილი, და კალაძე მთელი ღამე დადიოდნენ ჩვენს ბანერებზე რაღაც დაეკიდებინათ. ხვალ ეს ხალხი წარსულს უნდა ჩავაბაროთ! – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბილბორდებზე, ამავე გაერთიანების საწინააღმდეგო ბანერები გადააკრეს.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა” ყველაზე დიდი გარანტიაა იმის, რომ “ქართული ოცნება” დამარცხდება.
„ვეუბნები “ქართულ ოცნებას”, თქვენი დრო დამთავრდა, თქვენ დასრულებული ხართ. მით უმეტეს ეს ქმედება, რომელიც ჩაიდინეთ, კიდევ ერთხელ მიუთითებს რამხელა პრობლემის წინაშე დგახართ. თქვენც იცით, რომ ამ არჩევნებში მარცხდებით. ჩვენი უპირატესობა იქნება ძალიან მაღალი. “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა” ყველაზე დიდი გარანტიაა იმის, რომ “ქართულ ოცნებას” დაამარცხებს. ჩვენ შეიძლება პირველ ადგილზე გავიდეთ ამ არჩევნებზე. ამასაც ვნახავთ. “ქართულ ოცნებას” ვუწინასწარმეტყველე 20%. 20%-ის დამადასტურებელია მათი ქმედებები ბანერებთან მიმართებაში.
როგორი სირცხვილია, რომ პაპუაშვილი, კობახიძე და კალაძე მთელი ღამე დადიოდნენ რომ ჩვენს ბანერებზე რაღაც დაეკიდებინათ და დილით რაღაც დარღვევებზე საუბრობენ. პაპუაშვილს უთხარით, რომ დაგინახეთ, როდესაც ჩვენს ბანერს რაღაცას კიდებდნენ. ეს არის იმის დადასტურება, ვინ არიან ეს ადამიანები”,- განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, ხვალ, 20:00 საათზე დიდ გამარჯვებას იზეიმებენ.
„ხვალ, 20:00 საათზე, თქვენც, მეც ვიზეიმებთ დიდ გამარჯვებას. ივანიშვილს მოვიშორებთ, ევროკავშირისკენ წავალთ, ამ უბედურებას წარსულში დავტოვებთ. მილოცვებს მივიღებთ უცხოელი პარტნიორებისგან, რომ ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა. სწრაფად მივდივართ ევროკავშირისკენ. მთლი მსოფლიოს ყურადღება არის საქართველოსკენ“,- აღნიშნა ვაშაძემ.
ცნობისთვის, „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბილბორდებს, ამავე გაერთიანების საწინააღმდეგო ბანერები გადააკრეს. ბანერებზე გაკეთებულია წარწერა: „ნაცების კლასტერი = უსამშობლო აგენტებს“ .

ასევე დაგაინტერესებთ