„დესტრუქციული ოპოზიციის გეგმა ცნობილია, ოპოზიცია მზადაა საარჩევნო ომისთვის, ჩვენ კი საკუთარი არჩევანით უნდა მოვემზადოთ მშვიდობისთვის,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.
მისივე თქმით, ოპოზიციური სპექტრი ქუჩაში გამოსასვლელად ემზადება და შემუშავებული აქვთ სამოქმედო გეგმაც.
„2024 წლის 26 ოქტომბრის წინასაარჩევნო გარემო არის მკაფიო მაგალითი იმისა, რომ “ქართული ოცნება” დამსახურებულად ემზადება გამარჯვებისთვის, ოპოზიცია კი ემზადება არჩევნების მეორე დღისთვის, სცენარით “არჩევნები გაყალბდა”.
ამ არჩევნებში ოპოზიციურმა სპექტრმა ღიად თქვა უარი ხალხთან საუბარზე, (არცერთი მათგანი საარჩევნო ველზე არ ატარებს არანაირ კამპანიას) და ემზადებიან ქუჩის პროცესებისთვის.
ქუჩაში გამოსვლამდე მათ აქვთ სამოქმედო გეგმა რომელიც პროცედურულად ასეთია:
მოხდება ყველა უბანზე ერთგვაროვანი საჩივრების დაწერა;
ცესკოს საკომუნიკაციო არხების გადატვირთვა;
პარტიული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე უარის თქმა მასიურად;
საარჩევნო უბნებზე ხელოვნური რიგების შექმნა;
განიხილავენ ხმის მთვლელი და ვერიფიკაციის აპარატების დაზიანებას;.
მოხდება ე.წ. კარუსელების იმიტაცია;
ადგილი ექნება ბიულეტენების მოპარვას და გადაყრას, თითქოს ქუჩაში ადამიანები პოულობენ ბიულეტენებს, რომლებიც კარუსელებისთვის იყო განკუთვნილი;
რამდენიმე ადამიანის მხრიდან იქნება მცდელობა, რომ უბნებზე შევიდნენ მეორედ და ამაზე შეგნებულად იქნება ხმაურის ატეხა;
ადგილი ექნება ბიულეტენების უბნიდან გატანის მცდელობას;
ასევე გავრცელდება ფოტოები, სადაც 41-ის წინ წრეა გაფერადებული, შემდეგ კი გადახაზული, რითაც სოციალურ ქსელებში შეეცდებიან აღქმა შექმნან, რომ ხდება ხმის მიცემის დაძალება და ამით გამოწვეული პროტესტის დემონსტრირება.
დესტრუქციული ოპოზიციის გეგმა ცნობილია, ოპოზიცია მზადაა საარჩევნო ომისთვის, ჩვენ საკუთარი არჩევანით უნდა მოვემზადოთ მშვიდობისთვის.
მინაწერი: გახსოვდეთ, თქვენი ერთი ხმა საბოლოოდ ერთზე მეტია და გააზრებულად მოიხადეთ მოქალაქეობრივი ვალი ქვეყნის წინაშე,“ – წერს თამთა მეგრელიშვილი.