,, შავი დღე იქნება მართლა “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დარჩენა. ეს იცის ყველამ, მათ შორის რეზერვებმაც და ლარმაც” – რომან გოცირიძე

ევროოპტიმისტების წევრი, :
,,
გაგიათ ხომ, რომ ეროვნულ ბანკს არაფრისგან შეუძლია შექმნას ფული. ეს ხდება ძალიან მარტივად: ეროვნული ბანკი აძლევს სესხებს კომერციულ ბანკებს, რომელსაც რეფინანსირების სესხები ჰქვია, კომერციული ბანკები კი აძლევენ ამ ფულს სესხად ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ანუ მიმოქცევაში უშვებენ და ასე ზრდიან ფულის მასას, ანუ ქმნიან ახალ ფულს. საიდან მოაქვს სესხებად გასაცემი ფული ეროვნულ ბანკს? არსაიდან. უბრალოდ, ჰაერიდან. მას შეუძლია ნებისმიერი რაოდენობის ფული შექმნას. ფული საბუღალტრო ჩანაწერია ეროვნული ბანკისთვის, ცარიელი რიცხვები. ასესხებს ამ რიცხვებს კომერციულ ბანკებს და ახალი ფულიც დაიბადება. ამ რაოდენობას არავინ ზღუდავს. არც კანონი. ყველაფერი დამოკიდებულია ეროვნული ბანკის კეთილგონიერებაზე და ზომიერებაზე.
რამდენი იყო ეროვნული ბანკის მიერ გაცემული რეფინანსირების სესხები, მაგალითად, 2023 წლის ამ დროს? დაახლოებით ერთი მილიარდი ლარი ( ცოტა, ორიოდე თვით ადრე, ნახევარ მილიარდზე ნაკლებიც კი იყო). რამდენი არის დღეს? 3,85 მილიარდი ლარი. რა მოხდა ისეთი ამ მოკლე დროის მანძილზე, ასე რომ გაზრდილიყო? არაფერი განსაკუთრებული. ასე ჩათვალა საჭიროდ ეროვნულმა ბანკმა. ე. წ. იაფი ფულის პოლიტიკით, მისი ჭკუით, ეწევა ეკონომიკის “სტიმულურებას”.
ბოლო ორი თვის განმავლობაში ეს ჭარბი ფულის მასა კვლავ უბრუნდება ეროვნულ ბანკს, ოღონდ ჰაერით შექმნილი ეს ფული შთანთქავს ნამდვილ ფულს, ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვებს. როგორ? ეროვნული ბანკი გასცემს სესხებად მილიარდობით ლარს კომერციულ ბანკებზე, ამ ლარებით ბანკები (მათი კლიენტები) მიდიან ისევ ეროვნულ ბანკში და ყიდულობენ დოლარებს.
კომერციული ბანკების მოთხოვნები რეფინსნსირების სესხებზე კატასტროფულადაა ბოლო პერიოდში გაზრდილი. კი დაუკმაყოფილა ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს მოთხოვნა 3,85 მილიარდი ლარის ოდენობით, მაგრამ ორჯერ მეტზე ჰქონდათ განაცხადები გაკეთებული. სად უნდა წაეღოთ ეს 8 მილიარდი ლარი, ეროვნულ ბანკი კიდევ უფრო გულუხვი რომ ყოფილიყო და დაეკმაყოფილებინა მათი სურვილები? ეკონომიკაში? არა რა თქმა უნდა, მაშინ ბიზნესს სესხის პროცენტი მკვეთრად უნდა შემცირებოდა. რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკიდან დოლარების შესაძენად, შავი დღისათვის მარაგების შესაქმნელად.
შავი დღე იქნება მართლა “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დარჩენა. ეს იცის ყველამ, მათ შორის რეზერვებმაც და ლარმაც.”

ასევე დაგაინტერესებთ