“ირწმუნე, რომ გამარჯვება შესაძლებელია – წალენჯიხა ამის ნათელი მაგალითია” – თამარ ბელქანია

წალენჯიხის მერის მოადგილე, ისტორიკოსი, თამარ ბელქანია:
მოგესალმებით სამეგრელოდან, წალენჯიხიდან მთელ საქართველოს. სულ ერთი დღე გვაშორებს უარი ვთქვათ საბჭოთა წარსულზე, სულ ერთი დღე გვაშორებს, ჩვენ თვითონ შევქმნათ ჩვენი ხვალინდელი მომავალი. ეს არ არის მხოლოდ არჩევნები, ეს არის ისტორიული არჩევნები, რომელიც უტოლდება რეფერენდუმს, უარი უნდა ვუთხრათ იმ ბნელ წარსულს, რომელმაც ჩვენი განვითარების შეფერხება მოიტანა 70 წლის განმავლობაში, ამიტომ ერთი ხმაც გადამწყვეტი იქნება იმისთის, რომ ჩვენ შევძლოთ ერთიანი, ძლიერი საქართველოს მშენებლობა, საქართველო ამას იმსახურებს, ჩვენ ეს შეგვიძლია. წალენჯიხა ნათელი მაგალითია, რომ ქვეყნის მომაცალი კოალიციური მმართველობაა, ამიტომ აუცილებლად მოდი არჩევნებზე და ირწმუნე, რომ გამარჯვება შესაძლებელია. ერთპარტიული მმართველობის დამარცხება აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გათავისუფლდეს საბჭოთა წარსულისგან.
http://

ასევე დაგაინტერესებთ