თინა ბოკუჩავა – შიშზე დაფუძნებული კამპანიის ჩატარების მცდელობას ყველა ხედავს საქართველოს შიგნით და გარეთაც, მათ შორის გამოცდილი დამკვირვებლები – დარწმუნებული ვარ, საზოგადოების დაშინების მცდელობა არ იმუშავებს

შიშზე დაფუძნებული კამპანიის ჩატარების მცდელობას ყველა ხედავს საქართველოს შიგნით და გარეთაც, მათ შორის გამოცდილი დამკვირვებლები-დარწმუნებული ვარ, საზოგადოების დაშინების მცდელობა არ იმუშავებს,- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომელიც ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ თავისუფალი საქართველოს მოქალაქეები ევროპულ კეთილდღეობას აირჩევენ.
„შიშზე დაფუძნებული კამპანიის ჩატარების მცდელობას ყველა ხედავს საქართველოს შიგნით და გარეთაც, მათ შორის გამოცდილი დამკვირვებლები, რომლებიც აქ არიან წარმოდგენილები. დარწმუნებული ვარ, საზოგადოების დაშინების მცდელობა არ იმუშავებს, უკურეაქცია ექნება, თავისუფლებისმოყვარე, თავისუფალი საქართველოს მოქალაქეები ევროპულ კეთილდღეობას აირჩევენ, ხელისუფლების ცვლილების ყველაზე მყარი გარანტია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“,- აღნიშნა ბოკუჩავამ.
ინფორმაციისთვის, მმართველი გუნდის შემდეგ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ოპოზიციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის’’, “გახარია საქართველოსთვის”, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრები.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – შემოვიდა ინფორმაცია, რომ ისრაელში, სადაც ერთადერთი უბანი გაიხსნა, ცდილობენ, არჩევნებში მონაწილეობის უფლება საქართველოს 2 000-ზე მეტ მოქალაქეს წაართვან – ამ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობს ყოფილი ელჩი, ლაშა ჟვანია