თურქეთის პრეზიდენტი – ღაზაში ბუფერული ზონის შექმნის შესახებ საუბარი, პალესტინელების მიმართ უპატივცემულობაა – ღაზა პალესტინელებს ეკუთვნის!

ღაზაში ბუფერული ზონის შექმნის შესახებ საუბარი, პალესტინელების მიმართ უპატივცემულობაა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ღაზა პალესტინელებს ეკუთვნის! ჩვენ არ ვაღიარებთ ისეთ გადაწყვეტილების მიმღებს, რომელიც მათ ნებას უგულებელყოფს. ღაზაში ბუფერული ზონის შექმნის შესახებ საუბარი, პალესტინელების მიმართ უპატივცემულობაა“, – განაცხადა ერდოღანმა.
„ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ნეთანიაჰუ თეთრი დროშის აფრიალების ზღვარზეა“, – დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მზად არის ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გადასაწყვეტად სამშვიდობო კონფერენცია მოაწყოს.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა