2023 წელს, აჭარა 30-მდე ტურისტულ გამოფენასა და საერთაშორისო ღონისძიებაზე იყო წარმოდგენილი

წელს, აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს 30-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენასა და ღონისძიებაზე გაეცნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი ისეთ მნიშვნელოვან ტურისტულ გამოფენებზე წარადგინა, როგორებიცაა ბერლინის, მადრიდის, მილანის, დუბაის, პარიზის, ბარსელონას, პრაღის, ვენის, ბუდაპეშტის გამოფენები. გარდა გამოფენებში მონაწილეობისა, აჭარის პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა პრეზენტაციები, მიღებები და სპეციალური საღამოები სკანდინავიის ქვეყნებში, უნგრეთსა და ისრაელში.
„დეპარტამენტმა ნოემბრის განმავლობაში, აჭარის ტურისტული პროდუქტების, სერვისებისა და მიმართულებების პოპულარიზაცია ბარსელონას, ვარშავისა და ტაშკენტის ტურისტულ გამოფენებზე განახორციელა. ღონისძიებების ფარგლებში საქმიანი შეხვედრები გაიმართა ტურისტული და სარეკლამო სააგენტოების, მედიის წარმომადგენლებთან და ბლოგერებთან. მათთან თანამშრომლობით, უწყება 2024 წელს, აჭარაში პრეს და ინფოტურების ორგანიზებას გეგმავს, რის ფარგლებშიც მომზადდება ტურისტული პაკეტები, დაიწერება სტატიები, ბლოგები და გაკეთდება სიუჟეტები, გადაცემები აჭარაში მოგზაურობასთან დაკავშირებით. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საერთაშორისო ღონისძიებებში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა

პროკურორი ნია იმნაძის საქმეზე – ალექსანდრე გაბაშვილისთვის, ასეთი წარსული გამოცდილების ადამიანისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ მასწავლებელი სექსუალურად ავიწროებდა, ფაქტობრივად, წაქეზება იყო