ფაშინიანმა და ალიევმა სამშვიდობო ხელშეკრულება, დელიმიტაცია და საზღვრების დემარკაცია განიხილეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დღეს, 24 ოქტომბერს გამართეს შეხვედრა ქალაქ ყაზანში (ს ფედერაცია) “BRICS-ის” მე-16 სამიტის ფარგლებში.
როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განაცხადეს, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი სამშვიდობო დღის წესრიგის ხელშეწყობის საკითხები, მათ შორის სამშვიდობო ხელშეკრულება, საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია და სხვა ორმხრივი ინტერესის საკითხები.
საგარეო საქმეთა მინისტრებს დაევალათ გააგრძელონ ორმხრივი მოლაპარაკებები “მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ” ხელშეკრულების უმოკლეს ვადაში დასრულებისა და ხელმოწერის მიზნით.
სომხეთის პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია კომისიის რეგლამენტის პროექტისა, რომელიც შეეხება აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციას.
კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს ორივე ოპოზიციური ფრაქციის, “აიასტანის” (სომხეთი) და “პატივი მაქვს” დეპუტატებმა. შედეგად, კომისიის რეგლამენტი მმართველი ძალის დეპუტატების 67 ხმით დამტკიცდა.
რეგლამენტი აწესრიგებს სახელმწიფო საზღვრის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ორ ქვეყანას შორის წარმოშობილ პროცედურულ საკითხებს. ის მოიცავს დელიმიტაციაზე ორგანიზაციულ მუშაობას, შესაბამისი დოკუმენტების მიღებას, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის აღწერის ოქმების შედგენას, დელიმიტაციის რუკების შედგენას, ასევე, ექსპერტთა ჯგუფების მუშაობას. რეგულაციების საფუძველზე მიღებული დებულებები და დოკუმენტები “ავსებს სამართლებრივ მხარდაჭერას საზღვრის დელიმიტაციაზე სამუშაოების სრული პროგრესისთვის”.

ასევე დაგაინტერესებთ