სტუდენტური მოძრაობა თავისუფლებისთვის დღეს, 25 ოქტომბერს რუსთაველზე აქცია-მსვლელობას აანონსებს.
ახალგაზრდული ჯგუფები პარლამენტთან 19:00 საათზე შეიკრიბებიან.
“დღეს, გადამწყვეტი არჩევნების წინა საღამოს, ვიკრიბებით რუსთაველზე და მსვლელობით კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს თანამოქალაქეებს, მოვიდნენ არჩევნებზე და გამოიყენონ საკუთარი გადამწყვეტი ხმის უფლება ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლის გადასარჩენად!