შოლცი არ იზიარებს ზელენსკის „გამარჯვების გეგმის“ პირველ პუნქტს – ნატოში ახლავე მიწვევას

გერმანიის პოზიცია უცვლელია და ის მხარს არ უჭერს ამ ეტაპზე ნატოში უკრაინის მიწვევას.
ალიანსში უკრაინის ახლავე მიწვევა პირველი პუნქტია პრეზიდენტ ს „გამარჯვების გეგმაში“, რომელიც მან 2024 წლის სექტემბერ-ოქტომბერში გააცნო -ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს, მათ შორის გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს.
24 ოქტომბერს, ტელეკომპანია ZDF-თან ინტერვიუში ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა ნატოს წევრი ვერ გახდება, რაც ყველამ იცის და ამ საკითხში უთანხმოება არ არსებობს. შოლცის თქმით, ამჟამად ნატოში უკრაინის მიწვევა მოსალოდნელი არ არის, რადგან მიწვევა, როგორც წესი, სწრაფად გაწევრებას უკავშირდება.
ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე გადაწყვიტეს, რომ კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ ნატოს წევრი გახდება.
2022 წლის თებერვალში, უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრამდე რუსეთმა დასავლეთისგან მოითხოვა მყარი გარანტია, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ გახდება, რაზეც უარი მიიღო.
2022 წლის სექტემბერში, რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ნატოში გაწევრების ოფიციალური განაცხადი წარადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია, არასამთავრობოების ნაწილი და ზოგიერთი უცხოელი ქვეყნის ნგრევისკენ გვექაჩებოდა, ერთი სანტიმეტრი არ დავთმეთ ამ მხრივ, ამიტომაც შევინარჩუნეთ მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა

ალეკო ელისაშვილი – ქართველს, რომელიც არჩევნებზე არ წავა და სახლში დარჩება, იმას საქართველო არ უყვარს, ის ლახვარს ურტყამს ზურგში საქართველოს – 26-ში ყველა უნდა მივიდეთ საარჩევნო უბნებზე, გავაფერადოთ ოპოზიცია

თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორი – გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაში იკვეთება პოლიტიკური ნიშნები – თუ მისთვის ცნობილი იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფო თანხების მითვისების ფაქტი, რატომ აცხადებს ამას მხოლოდ ახლა?

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე – ამ ადამიანებს ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაუვარდეს ხელში, ზუსტად იმას განახორციელებენ, რაც გულში უდევთ – დაერევიან, სათითაოდ გაჟუჟავენ ყველას, ვინც მათ არ ეთანხმება!