ყველაფერი გაკეთდა, რომ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის მიღება სრულყოფილად არ შეძლებოდათ – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი მედიასთან შეხვედრაზე საზღვარგარეთ, ემიგრანტებისთვის ხმის უფლების წართმევაზე კიდევ ერთხელ საუბრობს.
ზურაბიშვილს ჟურნალისტებმა ცეკოს საქმიანობის შეფასება სთხოვეს. რაზედაც პრეზიდენტმა თქვა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობა გასაკრიტიკებელია, იმ ნაწილში, რაც სწროდ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნას ეხება.
ჩემი მხრიდან, ს მუშაობა, გასაკრიტიკებელია. კრიტიკა ეხება, ჩვენი ქვეყნის, საზღვარგარეთ მოქალაქეებს, რომელთათვის ყველაფერი გაკეთდა, რომ, სრულყოფილად, არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შესძლებოდათ. 1 მილიონიდან, დაახლოებით, 100 000-მა ადამიანმა შეძლო და გაიარა რეგისტრაცია, ისიც, ძალიან დიდი სირთულეების ფონზე. არცერთი ახალი უბანი არ გაიხსნა, თუმცა, ყველა პირობა, რაც წერია კანონში, შესრულდა. ამის მიუხედავად, ცესკომ, არც განიხილა. ვნახავთ, როგორ იქნება ცესკოს დასკვნა. წინასწარ, ვერ შევაფასებ, ვნახოთ, როგორ ჩატარდება , რა შეფასება იქნება არასამთავრობოებისა და დამკვირვებლების მიერ, რომლებიც საქართველოში არიან, ამის მიხედვით კი, ვნახავთ, როგორ უნდა შეფასდეს ცესკოს მუშაობა“, -განაცხადა პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ