ჩეჩნეთში უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის ეროვნული გვარდიის სატვირთო მანქანას

რუსეთის ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, გროზნოს რაიონის პეტროპავლოვსკაიას სადგურზე უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ს ეროვნული გვარდიის სატვირთო მანქანას.
ეს ცნობა პირველად გაავრცელეს რუსეთის საზღვრებს გარეთ მყოფმა ჩეჩენმა ოპოზიციონერებმა, რომლებიც ეკუთვნიან მოძრაობა NIYSO-ს. მათი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა რუსეთის სამი სამხედრო მოსამსახურე.
მოგვიანებით, თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა მთავრობის მომხრე ტელეგრამის არხმა Mash, თუმცა მას განსხვავებული მონაცემები მოაქვს – რომ დაიღუპა ერთი პირი, ერთი დაიჭრა.
Mash-ის ცნობითვე, დაცხრილული სატვირთო მანქანა “ურალი” ეკუთვნის რუსეთის ეროვნული გვარდიის 46-ე ოპერატიულ ბრიგადას, რომელიც ურუს-მარტანშია დისლოცირებული.
გავრცელებული ცნობებით, თავდამსხმელებმა გაქცევა მოახერხეს და მიმდინარეობს მათი ძიება.
ოქტომბრის დასაწყისში ჩეჩნური ოპოზიციური მოძრაობა 1ADAT-ის აქტივისტები აცხადებდნენ რეიდებზე გუდერმესში, საგზაო პატრულის სადგურზე თავდასხმის შემდეგ. რესპუბლიკის ხელისუფლებას ამ ინფორმაციაზე განცხადება არ გაუკეთებია.

ასევე დაგაინტერესებთ