გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს – სინამდვილეში უკვე სახე გაქვს დაკარგული – იმის თავი თუ გაქვს, დამაბრალო და იჭორაო, მაშინ გამოდი და დებატებში დაჯექი, ან წადი სასამართლოში, ან რაღაც ქენი

შენ, საპატიო თავმჯდომარეს რომ ეძახი თავს, სინამდვილეში უკვე სახე გაქვს დაკარგული, მე რომ რაღაცას მაბრალებ, იმის თავი თუ გაქვს, რომ დამაბრალო და იჭორაო, მაშინ გამოდი და ან დებატებში დაჯექი, ან წადი სასამართლოში, ან რაღაც ქენი , – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს მიერ სატელევიზიო ინტერვიუში მის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ რეალურად უკვე იქცევა როგორც „ნაცური“ პარტია და უკვე დნმ-ის დონეზე „განაცდა“.
„რაც არ უნდა იჭორაოს „ოცნებამ“, ვერასოდეს ვერავის ვერ დაარწმუნებს, რომ მე, ლევან გოგიჩაიშვილი, , ანა ბუჩუკური, ჩვენ ვართ „ნაცები“ და ის ხალხი, ვინც მათ პირველ ოცეულში ჰყავთ, არ არიან. „ოცნება“ უკვე დნმ-ის დონეზე “განაცდა“. საპატიო თავმჯდომარე, რომელიც იჯდა ეთერში და დანაშაულის გარეშე, ქმედების გარეშე გასამართლებით ემუქრებოდა, სხვას კი არაფერს აკეთებდა. ადამიანი ამბობს საოცრებას, რომ საქართველოში კარგი ადამიანი თუ არის, ე.ი. „ოცნების“ წევრი უნდა გახდეს და სხვა ყველა ქვეყნის მტერია და მოღალატე. „ხალხის მტერი“, – ასეთი რაღაცები ახსენა. ამიტომ „ნაცი“ ვინ არის და „ნაცური“ მენტალიტეტი ვის აქვს, ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს. „ოცნება“ რეალურად უკვე იქცევა როგორც „ნაცური“ პარტია, ეს ფაქტია.
მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, გამოვიდა და მოყვა, რომ მედიაზე წვდომა თურმე 2012 წელს შეზღუდული იყო და თეფშები დაუპატიმრეს, რაც მართალია და ძალიან ცუდი იყო, მაგრამ დღეს ტელევიზია ღიად ამბობს, რომ „მე ვთვლი, რომ შენ ცუდი ხარ და ამიტომ არ გიშვებ ჩემს ეთერში“. კი ბატონო, პრობლემა არ არის, მაგრამ მაშინ შენი ეთერიდან ნუ მლანძღავ, ტყუილებს და დეზინფორმაციას ნუ ავრცელებ. თუ ავრცელებ, მაშინ დამიძახე, რომ ამ ტყუილებს ვუპასუხო. შენ, საპატიო თავმჯდომარეს რომ ეძახი შენს თავს და სინამდვილეში რომ უკვე სახე გაქვს დაკარგული, მე რომ რაღაცას მაბრალებ, იმის თავი თუ გაქვს, რომ დააბრალო და იჭორაო, მაშინ გამოდი და ან დებატებში დაჯექი, ან წადი სასამართლოში, ან რაღაც ქენი. ასე მარტივია, გამოხვალ, ადამიანებს რაღაცას დააბრალებ, იჭორავებ, იწყევლები, მერე გაიქცევი შენი დაცვის უკან და სახელმწიფოს ზურგის უკან დაიმალები, ასე მარტივია ცხოვრება. საბოლოო ჯაში ადამიანები ამას ხედავენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, გახარიამ ისაუბრა ივანიშვილის ინტერვიუს იმ ნაწილზე, რომლის თანახმად, გიორგი გახარიას გადადგომა, 2021 წელს სწორედ საქართველოს ომში ჩართვისთვის მომზადებას უკავშირდებოდა, ვინაიდან, „იცოდნენ, „ქართული ოცნება“ არ იომებდა და როგორმე უნდა ჩამოეშალათ, რაც გააკეთებინეს გახარიას“. გიორგი გახარია აცხადებს, რომ საქართველოში ომის რეალური ხელშემწყობი ივანიშვილია.
მისი თქმით, ივანიშვილი სასოწარკვეთილია.
„სისულელეს რა უნდა ვუპასუხო. ადამიანი სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, შეშინებულია, ხედავს რომ ზიანდება. ამ ქვეყანაში ომის რეალური ხელშემწყობი ივანიშვილია. მან ძალიან კარგად იცის, რომ შენ როდესაც გლობალურ კონფლიქტში, თან შენი ფინანსური, მერკანტილური მოტივებით იმისთვის, რომ შენი ფული რაღაცნაირად დაიცვა, სახელმწიფოს იყენებ და სახელმწი აშანტაჟებ სტრატეგიულ პარტნიორებს, შენი რაღაც ილუზიების გამო, გაუთვითცნობიერებელი შიშების გამო და გლობალურ კონფლიქტში მხარეს იჭერ, შენს სტრატეგიულ პარტნიორებს თავს ესხმი, კონფლიქტში შედიხარ. გარდა იმისა, რომ ამაზე ლაპარაკს გავაგრძელებთ, ფაქტები დაიდება, ნათელი გახდება, რომ თავისი მილიარდების გადასარჩენად როგორ გამოიყენა სახელმწიფოს უსაფრთხოება, ინტერესები, საგარეო ორიენტაცია. ისტორია და ანალიზი დადებს ამ ფაქტს, შესაბამისი მკვლევრები დადებენ, არაფერი არ იმალება. როდესაც ყველაფერს ნათელი მოეფინება, ყველა მიხვდება ვინ მოშალა ქვეყნის უსაფრთხოების ჩარჩო. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ფუნდამენტი ყოველთვის იყო პარტნიორობა -თან და ევროკავშირთან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ