“ვინც ,,გარყვნილ” ევროპას და ამერიკას ებრძვის, საკუთარ გარყვნილებას შეხედოს” – პეტრე კოლხი

არ მივიღებ იმ ხალხისგან მორალის კითხვას, ვინც ამორალურად ცხოვრობს… არ მოვისმენ იმ ხალხისგან თუ როგორ უყვართ სამშობლო, ვინც საკუთარი თავის გასამდიდრებლად მთელ ქვეყანას გაყიდის… არ მჯერა იმ წაშლილი სახეების, საკურთხეველთან რომ უზარმაზარი კელაპტრებით დგანან, დაზომბირებული ადამიანების დასანახად… ვინც ,,გარყვნილ” ევროპას და ამერიკას ებრძვის, საკუთარ გარყვნილებას შეხედოს, თუ ასე დაბრმაბდა, რომ ახლო ხედვა ძალიან გაუჭირდა, შევძლებთ დახმარებას, რომ სინამდვილეს თვალი გაუსწოროს… უკვე გულისამრევია ყველა ს წინ, პატიოსნის და წმინდანის როლის მორგება… შენს წაბილწვას ვერავინ შეძლებს, საკუთარი თავის გარდა… ვერასდროს დავიჯერებ მათ ღირსებას, ვინც უზნეობის ფსკერზე სულს ღაფავს და სხვის ცოდვებს ებრძვის… ასეთი ბრძოლა, ყოველთვის წაგებულია!..

ასევე დაგაინტერესებთ