ალექსანდრე დარახველიძე: ჭავლს და გაზს ერთად ვიყენებთ, რომ აქცია მოძალადე მონაწილეებმა უსაფრთხოდ დატოვონ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ კურიერის ეთერში განმარტა, რომ 2021 წლის 11 ივლისს პოლიციელებისთვის ახალი ინსტრუქცია დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც, “შეიძლება გამოყენებული იქნას წყლის ჭავლი და გაზი ერთობლივად და მისი მთავარი მიზანია, რომ აქციის მოძალადე მონაწილეებმა დატოვონ ადგილი, ჰქონდეთ საშუალება უსაფრთხოდ დატოვონ აქცია-მანიფესტაცია”.

“მას შემდეგ, რაც ჩვენ ვნახეთ, რომ ეს არც ერთი საერთაშორისო აქტით არ იკრძალება და მეტიც, არაერთი ევროპული ქვეყანა აქტიურად იყენებს მსგავს საშუალებებს და მათ შორის, ხდება შერევა, და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარი მიზეზი ამის არის ის მოძალადე ჯგუფები, რომლებიც აქცია-მანიფესტაციის მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს გასცდნენ. სწორედ ამიტომ, პოლიციის მთავარი ფუნქცია, რომ აღადგინოს საზოგადოებრივი უსაფრთხოება და გამოიყენოს სპეციალური საშუალებები მოძალადე აქციის მონაწილეების მიმართ, რათა მათ დატოვონ შეკრების ადგილი, სწორედ ამიტომ, 2021 წლის 11 ივლისს დამტკიცდა ახალი ინსტრუქცია ჩვენი პოლიციელებისთვის.

[…] ეს გამყარებულია რამდენიმე საერთაშორისო დოკუმენტით – ამნესტი ინტერნეიშენალის სახელმძღვანელო დოკუმენტი და ეუთო-ოდირის შესაბამისი სახელმძღვანელო დოკუმენტი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ შეიძლება გამოყენებული იქნას წყლის ჭავლი და გაზი ერთობლივად და მისი მთავარი მიზანია, რომ აქციის მოძალადე მონაწილეებმა დატოვონ ადგილი, ჰქონდეთ საშუალება უსაფრთხოდ დატოვონ აქცია-მანიფესტაციის ადგილი”. – თქვა დარახველიძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ პირადად გააუქმა ძველი ბრძანება და ახლა “შეიძლება, გამოიყენო ერთდროულად წყალი და გაზი და არა მარტო ეს”.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოალიციურ პარტნიორებს – ასევე, საქართველოს პრეზიდენტს იმ ბრძოლისთვის, ლიდერობისთვის, დროშისთვის, რომელსაც ჰქვია საქართველოს დროშა ევროპაში