აფხაზეთის მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით კონფერენცია – „აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეთა შესაძლებლობები და გამოწვევები“ გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოსა და ს ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი ორგანიზებით, სასტუმრო “ბილტმორში“ კონფერენცია გაიმართა, თემაზე: “აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეთა შესაძლებლობები და გამოწვევები”, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილმა მეწარმეებმა მიიღეს მონაწილეობა.
აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კონფერენციაზე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოსვლები, ექსპერტთა პანელები და სამუშაო სესიები მოეწყო.
ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ წარმატებული ბიზნესოპერატორები, რომლებმაც თავიანთი გამოცდილება კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარეს.
მონაწილეებს სიტყვით მიმართეს აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ზურაბ უტიაშვილმა, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის დეპარტამენტის უფროსმა ანა უგულავამ.
“მადლობას ვუხდი თითოეულ უწყებას, საერთაშორისო პარტნიორებს ინიციატივებისა და ჩვენი მხარდაჭერისთვის. მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას, რათა გავაძლიეროთ ჩვენი მოქალაქეები და გაერთიანებულ საქართველოში ერთად შევქმნათ ძლიერი, განვითარებული და ეკონომიკურად მდგრადი სახელმწიფო”, – განაცხადა დავით ფაცაციამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოალიციურ პარტნიორებს – ასევე, საქართველოს პრეზიდენტს იმ ბრძოლისთვის, ლიდერობისთვის, დროშისთვის, რომელსაც ჰქვია საქართველოს დროშა ევროპაში