მოლდოვის პოლიცია აცხადებს, რომ ამომრჩეველთა მოსასყიდად მოლდოვაში დან 39 მილიონი დოლარი გადაირიცხა

ამომრჩევლების მოსასყიდად მოლდოვაში დან 39 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. ამის შესახებ მოლდოვის პოლიციის მეთაურმა, ვიორელ ჩერნეუცანუმ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ გამოძიების მასალის თანახმად, მხოლოდ ოქტომბერში არჩევნებსა და რეფერენდუმამდე რუსეთიდან მოლდოვაში 24 მილიონი დოლარი გადმოირიცხა რუსული ბანკის “პრომსვიაზბანკის” აპლიკაციის მეშვეობით.
ჩერნეუცანუს თქმით, “პრომსვიაზბანკის” აპლიკაციის გამოყენებით ამომრჩევლების მოსყიდვის სქემა გაზაფხულის ბოლოს ამოქმედდა, მაგრამ შემოდგომაზე, სა და რეფერენდუმის მოახლოების გამო, უფრო გააქტიურდა.
“პრომსვიაზბანკის” აპლიკაციის დაყენებაში ხალხს Telegram-ის ბოტები ეხმარებოდნენ. პოლიციის თქმით, მათ სისტემაში მოლდოვიდან 138 ათასი ნომრის დაფიქსირება მოახერხეს. ჩერნეუცანუმ აღნიშნა, რომ ამომრჩევლების მოსყიდვის სქემის უკან გაქცეული მოლდოველი ოლიგარქი, ილან შორი დგას.
პოლიციამ ამომრჩევლების მოსყიდვის სქემაში ჩართული 520 ადამიანი დააფიქსირა. მათ დიდი ჯარიმა ან სამ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესო დონაძე – მხოლოდ ლილუაშვილი და მიქაუტაძე ვერ დაალაგებდა ამხელა სქემას, ასეთ საკითხებს სჭირდება პრემიერის განკარგულება – „ოცნების“ მხარდამჭერს კორუფციაზე პრობლემა არ აქვს, ამიტომ დააკავშირეს ლილუაშვილი ოპოზიციასთან

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი არ დამალვია გამოძიებას, ჩხრეკა რომ ჩატარდა მის სახლში, იმის შემდეგ ელოდებოდა გამოძახებას, რათა ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა – მის პოზიციას ბრალდების წარდგენის შემდეგ შევიტყობ