ხობის მერია – ხობში სამ ქუჩაზე გარე განათების სისტემა მოეწყო

ქალაქ ხობში დავით გურამიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას და ვახტანგ გორგასლის ქუჩებზე გარე განათების სისტემა მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.
„ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 76684 ლარი შეადგინა.
ქალაქ ხობში გარე განათების სისტემა ადგილობრივი მოსახლეობის წინადადების საფუძველზე მოეწყო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – ირაკლი კობახიძე ყოველ აგვისტოს აკეთებს გარკვეულ პროვოკაციული ტიპის განცხადებას რუსეთის თემასთან დაკავშირებით – ჩვენ ადრე ვთქვით, რომ რუსების უკონტროლო შემოშვება ცუდად დამთავრდება