მოლდოვის პრეზიდენტობის პრორუსი კანდიდატი იცავს თავის რუმინულ პასპორტს

ალექსანდრ სტოიანოგლო, მოლდოვის პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც მომავალ თვეში საპრეზიდენტო ს მეორე ტურში დაუპირისპირდება პროევროპელ კანდიდატს, მოქმედ პრეზიდენტ მაია სანდუს, იცავს თავის რუმინულ მოქალაქეობას და აკრიტიკებს მედიაში გავრცელებულ ცნობებს, რომ მისი ქალიშვილები დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მუშაობენ.
სანდუმ, რომელსაც განათლება -ში აქვს მიღებული, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 20 ოქტომბერს გაიმართა, ხმათა 42,49 პროცენტი მოიპოვა. სოციალისტმა სტოიანოგლომ კი, რომელიც ყოფილი გენერალური პროკურორია და კორუფციაში ედება ბრალი – 25,9 პროცენტი. წინასაარჩევნო კამპანიას თან სდევდა ცნობები ამომრჩევლის მოსყიდვის, ისევე როგორც ს მხრიდან მანიპულაციისა და დეზინფორმირების კამპანიის თაობაზე.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება.
მოლდოვის დიდი ნაწილი მეორე მსოფლიო ომის ბოლომდე რუმინეთის შემადგენლობაში იყო და ბევრი მოლდოველი ასევე ფლობს რუმინეთის მოქალაქეობას. ეს მათ საშუალებას აძლევს, თავისუფლად იმოგზაურონ და იმუშაონ ევროკავშირის ქვეყნებში.
სტოიანოგლომ ბოიკოტი გამოუცხადა რეფერენდუმს მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციის თაობაზე, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად გაიმართა და რომელშიც მცირე უპირატესობით, ხმათა 50,38 პროცენტით, გაიმარჯვეს ევროკავშირის მომხრეებმა. ხმების თვლის პროცესში დიდხანს ლიდერობდნენ ევროკავშირში გაწევრიანების მოწინააღმდეგეები. ანალიტიკოსები პროევროპული პოზიციის გამარჯვებას უკავშირებენ მოლდოვის პროევროპული დიასპორიდან მოპოვებულ ხმებს.
რეფერენდუმს სამართლებრივი გავლენა არ აქვს მოლდოვის მოლაპარაკებებზე ბრიუსელთან. საბოლოო შედეგით გამოკვეთილმა ძალიან მცირე უპირატესობამ გააკვირვა ბევრი ანალიტიკოსი, რომლებიც ევროატლანტიკური კურსის მიმართ უფრო გადამწყვეტ მხარდაჭერას ელოდნენ.
მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ სტოიანოგლოს რუმინეთის პასპორტი აქვს, მან დეტალების დაზუსტების გარეშე განაცხადა, რომ ეს პასპორტი 2019 წელსაა მიღებული “აპოლიტიკურ კონტექსტში”.