ანა ნაცვლიშვილი – ლუსტრაციაა, რომ არჩევნებამდე ორი დღით ადრე რუსული ოცნება თავს ესხმის ადამიანებს, ვინც რუსულ გავლენებს იკვლევს

“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ატლანტიკური საბჭოს თანამშრომლების, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება.
ნაცვლიშვილი მკვლევრებს სოლიდარობას უცხადებს. ის , ასევე, იხსენებს ლევან გოგიჩაიშვილზე გუშინდელი თავდასხმის ფაქტს და აღნიშნავს, რომ მსგავსი რამ მხოლოდ „ავტოკრატიის ბოლო ჟამს“ ახასიათებს.
“ლუსტრაციაა, რომ რუსული ოცნება, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ღიად თავს ესხმის მკვლევრებს, რომლებიც წლების განმავლობაში არაერთი სანდო, დასავლური ორგანიზაციის ბაზაზე იკვლევდნენ რუსულ გავლენებს საქართველოში და წლები ამხელდნენ რუსულ კვალს ორგანიზებული ყალბი ნარატივების უკან, სოციალური ქსელებში და არამარტო!
მმართველი პარტია რუსული პროპაგანდისტული ნარატივებით ურცხვად ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე და დაუფარავად ცდილობს, იმოქმედოს ამომრჩეველთა განწყობებზე. სწორედ ამგვარი ფაქტების მხილებაში ჩართულ პირებს შეუცვივდნენ დღეს სახლში და ამოიღეს მათი სამუშაო მოწყობილობები.
ქვეყანაში მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მშვიდობა და კეთილდღეობა, როდესაც ოლიგარქიულ ბანდას მოვაშორებთ მმართველობის სადავეებს. გამარჯვებამდე სულ ცოტა დარჩა!” , – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად კი დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა

პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად კი დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა