იან კელი დღეს ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე – ვიღაც სიგნალს იძლევა, რომ არჩევნების შემდეგ ნებისმიერი პროდასავლური ოპოზიციის დახურვის მუქარებს შეასრულებენ

ვიღაც სიგნალს იძლევა, რომ ს შემდეგ ნებისმიერი პროდასავლური ოპოზიციის დახურვის მუქარებს შეასრულებენ. ამის შესახებ საქართველოში -ის ყოფილი ელჩი, იან კელი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“ორივე [ეთო ბუზიაშვილი და სოფო გელავა] ძალიან დაფასებულია საქართველოში ს მავნე გავლენის შესახებ გაწეული მუშაობის გამო. არჩევნებამდე 2 დღით ადრე. ვიღაც სიგნალს იძლევა, რომ არჩევნების შემდეგ ნებისმიერი პროდასავლური ოპოზიციის დახურვის მუქარებს შეასრულებენ”, – წერს კელი.
არსებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რამდენიმე პირის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. ერთ-ერთი პირი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი ნონიაშვილია, რომელიც მის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლების მისვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა.
ამასთან, თბილისში, „ვაკე პლაზაში“ მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ. „ფორმულას“ ინფორმაციით, 3 სართულზე მიმდინარეობს ჩხრეკა. მათივე ცნობით, Concentrix Georgia-ს თანამშრომლებს უთხრეს, რომ დღეს სამუშაო პროცესი არ იქნება, კომპანიაში მხოლოდ ოფიციალური ხელმძღვანელი პირები იმყოფებიან.
მოგვიანებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შესაბამისად, სამ სავარაუდო ე. წ. „ქოლცენტრში” ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაიჩხრიკა მითითებული ობიექტები.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს – სინამდვილეში უკვე სახე გაქვს დაკარგული – იმის თავი თუ გაქვს, დამაბრალო და იჭორაო, მაშინ გამოდი და დებატებში დაჯექი, ან წადი სასამართლოში, ან რაღაც ქენი