ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოს საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის გავლის პროცესი ჯერ არ დაუწყია

რესპუბლიკურ საავადმყოფოს, საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის გავლის პროცესი ჯერ არ დაუწყია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის გავლის პროცესი ჯერ დაწყებული არ გახლავთ, ცოტა სხვა სტატუსი ჰქონდა დაწესებულებას. სანამ კონცეფციის წარდგენა არ მოხდებოდა, ძალიან ძნელი იქნებოდა აკრედიტაციის წარდგენაზე საუბარი“,- აღნიშნა სარჯველაძემ.
ინფორმაციისთვის, 2025 წლიდან სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება ევალებათ. კერძოდ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებებისთვის საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის გავლა სავალდებულო ხდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი – პირი, რომელმაც მოწვევა გამოაგზავნა, საერთოდ არ არის კომისიის თანამშრომელი – მოწვევაზე კომისიის წერილობითი გადაწყვეტილება საქმეში არ არის, ამის გარეშე კი სისხლის სამართლის საქმე არ არსებობს