ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში მომხდარი ტრაგიკული ტერაქტის გამო, ვუსამძიმრებ მსხვერპლთა ოჯახებს, მხარდაჭერას ვუცხადებ პრეზიდენტ ერდოღანს – პრემიერი

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში მომხდარი ტრაგიკული ტერაქტის გამო, ვუსამძიმრებ მსხვერპლთა ოჯახებს, მხარდაჭერას ვუცხადებ პრეზიდენტ ერდოღანს – პრემიერი
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში მომხდარი ტრაგიკული ტერაქტის გამო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი სოციალურ ქსელ „X”-ში წერს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მთავრობის მეთაური უსამძიმრებს მსხვერპლთა ოჯახებს, მხარდაჭერას უცხადებს პრეზიდენტ ერდოღანს და მამაც თურქ ხალხს.
„ამ უაღრესად რთულ დროს ვუსამძიმრებ მსხვერპლთა ოჯახებს, მხარდაჭერას ვუცხადებ პრეზიდენტ ერდოღანს და მამაც თურქ ხალხს. გისურვებთ სიმტკიცეს, ერთობას და მშვიდობას ამ ტრაგედიის შედეგებთან საბრძოლველად. ვუცხადებ თანადგომას თითოეულ თქვენგანს“, – აღნიშნავს პრემიერი.