როდესაც მიდიხარ არჩევნებზე და ხმას აძლევ კრიმინალურ რეჟიმს, ეს ნიშნავს, სრულად იზიარებ პასუხისმგებლობას მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე

„როდესაც მიდიხარ არჩევნებზე და ხმას აძლევ დამნაშავე, კრიმინალურ რეჟიმს და პარტიას, ეს ნიშნავს, რომ სრულად იზიარებ პასუხისმგებლობას მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე“-წერს ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე სოციალურ ქსელში. გიორგი ზერეკიძე „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ შეკრებიდან ფოტოებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ „თითოეულმა ადამიანმა, ამ ფოტოზე რომ ჩანან და ტაშს უკრავენ კრიმინალებს, უნდა იცოდეს, რომ მათი დანაშაული სწორედ რომ საპირწონეა იმ კრიმინალის, რასაც მათი ბელადები კადრულობენ“.
მისივე თქმით, ვერავინ გაექცევა საკუთარ პასუხისმგებლობას. „ერთხელ დავწერე და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო – როდესაც მიდიხარ არჩევნებზე და ხმას აძლევ დამნაშავე, კრიმინალურ რეჟიმს და პარტიას, ეს ნიშნავს, რომ სრულად იზიარებ პასუხისმგებლობას მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე და ასევე იმ უბედურებაზე, რასაც ეს პოლიტიკოსები ქვეყანას დაატეხენ თავს.
ამიტომ, თითოეულმა ადამიანმა, აი აქ, ამ ფოტოზე რომ ჩანან და ტაშს უკრავენ კრიმინალებს, უნდა იცოდეს, რომ მათი დანაშაული სწორედ რომ საპირწონეა იმ კრიმინალის, რასაც მათი ბელადები კადრულობენ. ამიტომ, მერე არავის უნდა გაუკვირდეს, თუ პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ მათ მკაცრად და კანონის მთელი სიმკაცრით. ვერავინ ვერსად დაიმალება, ვერავინ გაექცევა საკუთარ პასუხისმგებლობას, გამორიცხულია…“-წერს გიორგი ზერეკიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში რიგით მერვე ეროვნული კონფერენცია გამართა