ონლაინ შოპინგის საუკეთესო გამოცდილების 2 წელი

დასაწყისში VELI.store მხოლოდ ვებგვერდზე არსებულ 13 კატეგორიას აერთიანებდა, ხოლო ახლა უკვე აპლიკაციაშიც 22-ზე მეტ კატეგორიასა და 50 000-მდე უნიკალურ პროდუქტს მოიცავს. ასორტიმენტის გაზრდა სწორედ მომხმარებლის ინტერესებისა და უკუკავშირის გათვალისწინებით ხდება.
სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებისთვის ველის საჩუქრების უფასოდ შეფუთვის ფუნქციაც დაემატა, რომელიც მომხმარებლებს ნებისმიერი ნივთის სახლიდან გაუსვლელად განსაკუთრებულ საჩუქრად გადაქცევის შესაძლებლობასა და დროის დაზოგვის საშუალებას აძლევს.
“პირველივე დღიდან ჩვენი მიზანი ადამიანებისთვის საყიდლების პროცესის გამარტივება იყო, რათა მათ იმისთვის მეტი დრო ჰქონოდათ, რაც უყვართ. ამ შთაგონებით შევქმენით ონლაინ შოპინგის საუკეთესო გამოცდილება. მათი ნდობა და მხარდაჭერა ველის თითოეული გუნდის წევრს განვითარების უდიდეს მოტივაციას აძლევს”, – არჩილ ფირიაშვილი, ველის CEO.
არაერთი საინტერესო სიახლის, Wow ეფექტების შექმნისა და კონსისტენტურად საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნის შედეგად: