ოპოზიციის წარმომადგენლები არიან ჩვეულებრივი მავნებლები, რომლებიც საქართველოს მხარდამჭერებს ებრძვიან –

ოპოზიციის წარმომადგენლები ჩვეულებრივი მავნებლები არიან და საქართველოს მხარდამჭერებს ებრძვიან, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი და დედაქალაქის მერი ოპოზიციის კრიტიკას, რომელიც ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ს პოზიციას მოჰყვა.
კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს.
“ჩვენ ხომ ვიცით ოპოზიციის ქმედებები? მათი მთავარი გზავნილია, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიიღოს. ისინი წლების წინ ასევე ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეფერხებულიყო და ასოცირების შესახებ შეთანხმება არ გაფორმებულიყო. ჩვეულებრივი მავნებლები არიან. რაც შეეხება ორბანს, მან თავისი განცხადებებით არაერთხელ დაგვანახა, რომ უნგრეთი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის რთულ გზაზე მართლაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერია. ოპოზიციას რასაც ვუყურებ, მაქსიმალურად ებრძვიან მათ, ვინც საქართველოს უჭერს მხარს. თვითონაც ყველაფერს აკეთებენ ხელის შესაშლელად, თუნდაც სტატუსის მიღების პროცესში, მაგრამ არავის არაფერი გამოუვა,” – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი “იგლ ჰილსის” პროექტზე – პროექტი და ხელშეკრულება არის აბსოლუტურად უნაკლო, დაახლოებით 11 მლრდ ლარი იქნება ჯამური ეფექტი ქვეყნის ეკონომიკაზე, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, საუბარი არაბიზაციაზე არის წმინდა წყლის უხეში სპეკულაცია

სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები და ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებული არჩევანის გაკეთება, ამისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩამოსვლა თუნდაც ერთი დღით, საკუთარი თვალით იმის ხილვა, რა ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე ინფორმირებული არჩევანის გაკეთება

ანტიკორუფციული ფუნქციები მომავალშიც გადანაწილებული იქნება სხვადასხვა უწყებაზე, ეს არის – სუსი, პროკურატურა, აუდიტის სამსახური, საქართველოს მთავრობა თავისი სტრუქტურებით, 3-4 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ამ უწყებების მიერ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ზუსტად იგივე უწყებები გააგრძელებენ ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ