ქუთაისში ვალერი ტყეშელაშვილის სახლს ჩხრეკენ – სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრებთან კავშირში სდებენ ბრალს – Netgazeti • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიები სამსახური • ჩხრეკა • Netgazeti.ge

ქუთაისში, ბიზნესმენ ვალერი ტყეშელაშვილის ოჯახში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჩხრეკას ატარებს. ვალერი ტყეშელაშვილის თქმით, მას სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრებთან კავშირში სდებენ ბრალს.
ვალერი ტყეშელაშვისლის თქმით, ის ბოლო 10 წელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა და რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა საქართველოში:
“ჩემს მშობლებთან ვარ გაჩერებული და აბსურდულ ბრალს მდებენ. არასდროს არანაირი შეხება არ მქონია მსგავს საქმიანობასთან. ჩვენი ოჯახი ყოველთვის იყო ქართული ოცნების წინააღმდეგი, ამათ ეს ძალიან კარგად იციან და რაღაც დაშინების აქციაა,” – უთხრა მან მთავარ არხს.
მთავარი ფოტო: სქრინი მთავარი არხის ეთერიდან
დღეს, 24 ოქტომბერს, დილით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ატლანტიკური საბჭოს ორი ქართველი თანამშრომლის, სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილის სახლებში შევიდა გასაჩხრეკად. სოფო გელავას ადვოკატის თქმით, მის სახლში ჩხრეკა უკანონოდ ტარდება.
ჩხრეკა ასევე მიმდინარეობს თბილისში, ვაკე პლაზაში მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში. Concentrix ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში მომუშავე კომპანიაა, რომელიც კონსულტაციებს უწევს მსხვილ ბრენდებს 70-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის booking.com -ს .