ამას უფრო შანტაჟი ჰქვია, ვიდრე – პოლიტიკური საქმიანობა… როცა ასეთი ბრალდებით გამოხარ, სახელები და გვარები უნდა ჩამოთვალო – რაქვიაშვილი გახარიას განცხადებაზე

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ გაკეთებული განცხადება პოლიტიკურ სპექტრში განხილვის თემა გახდა.
პარტია “საქართველოსთვის” წევრის, ს განცხადებით, პროცესზე დაკვირვების შემდეგ, “საჭირო დროს, ყველაფერი იქნება, მათ შორის – კონკრეტიკაც”.
“როდესაც გახარია გადადგა, ამის შემდგომ, კორუფცია ცოტათი კი არ გაიზარდა, იმდენად დიდი, სისტემური პრობლემა გახდა, ფაქტობრივად, ქვეყნის ეკონომიკური დოვლათი რაც კი იქმნება, ამ ყველაფერს ჭამს კორუფცია, ამიტომ იყო საუბარი 10-25 ოჯახზე. დამერწმუნეთ, საჭირო დროს ყველაფერი იქნება, კონკრეტიკაც, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ პროცესს, როგორ მოხდება ამ ფულის გამოყენება, რა მიზნებისთვის, საარჩევნო მიზნებისთვის მოხდება თუ არა, ამ კორუფციულ ფაქტებზე დავინახავთ თუა არა რაიმე რეაგირებას შესაბამისი ორგანოების მხრიდან”, – განაცხადა მიხეილ დაოშვილმა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს ქვეყნის ეკონომიკა ერთეულ ადამიანებსაა მორგებული.
“გახარია რომელ 25 ადამიანს გულისხმობს და თავის თავსაც გულისხმობდა იმ პერიოდში როდესაც ის იყო მმართველობაში, თავის თავიც მიამატა ამ 24 ადამიანს და 25 ადამიანი არის თვითონ თუ არა, ფაქტია, ერთი რამ, რომ დღეს ქვეყნის ეკონომიკა მორგებულია ერთეულ ადამიანებზე”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
პარტია “გირჩის” წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, თუ გიორგი გახარიამ იცის, ვინ იპარავს სახელმწიფოს ფულს, მაშინ მან, უბრალოდ, სახელები და გვარები უნდა დაასახელოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, “ეს შანტაჟს ჰგავს”.
“ადამიანი ამბობს, რომ 25 ადამიანი ან ოჯახი მასობრივად, დიდი მასშტაბით იპარავს ფულს ამ ქვეყანაში, ვიღაცამ იცის და არ ამბობს და მხოლოდ მაშინ იტყვის თუ მისთვის არასასურველი გზით დახარჯავენ, ამას უფრო შანტაჟი ჰქვია, ვიდრე პოლიტიკური საქმიანობა და ძალიან უცნაურად გამოიყურება, გარდა იმისა, რომ ეკონომიკურად არაადეკვატურია. შემიძლია დავიჯერო, რომ ვიღაც ხალხი ჩვენს ქვეყანაში პრივილეგიებით სარგებლობენ და დამატებით სარგებელს იღებენ, მაგრამ, როცა ასეთი ბრალდებით გამოდიან უბრალოდ სახელი და გვარები უნდა ჩამოთვალო”, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
ცნობისთვის, საუბარია ყოფილი პრემიერის მიერ რამდენიმე დღის წინ, მოსახლეობასთან შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებაზე. მან თქვა, რომ, ეკონომიკური ზრდით, ქვეყნისთვის მიღებული სარგებელი “20-25 ოჯახის ჯიბეში მიდის”.

ასევე დაგაინტერესებთ

,ჩვენ ვთანხმდებით ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, რომ ქართული ოცნების პრაგმატულად და სწორად წარმართული პოლიტიკის პირობებში, ბიზნესის განვითარება და ეკონომიკური გაძლიერება არის შეუქცევადი პროცესი“

ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი-კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება