მიხეილ სარჯველაძე – მშვიდობა საქართველოს უდიდესი უმრავლესობისთვის არის მთავარი პრიორიტეტი ისევე, როგორც კეთილდღეობა და ყველა ის მიმართულება, რაზეც ხელისუფლება მუშაობს

გუშინდელმა დღემ გვაჩვენა ის, რომ საზოგადოების განწყობები მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არ არის ისეთი, როგორი შთაბეჭდილებებისა და ილუზიების შექმნასაც შეიძლება დღეს ჩვენს ქვეყანაში ბევრი ცდილობდეს, – ასე შეაფასა ჯანდაცვის მინისტრმა, მ თბილისში გამართული „ქართული ოცნების“ დასკვნითი ღონისძიება.
მისი თქმით, მშვიდობა საქართველოს უდიდესი უმრავლესობისთვის მთავარი პრიორიტეტია.
„ფაქტია, რომ დღეს საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა აქტიურად მხარს უჭერს იმ ღირებულებებს, რისი ერთგულიც არის ხელისუფლება და რისი მიმართულებითაც ხელისუფლების მხრიდან პრიორეტიზაცია ხორციელდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მშვიდობა საქართველოს უდიდესი უმრავლესობისთვის არის მთავარი პრიორიტეტი ისევე, როგორც კეთილდღეობა და ყველა ის მიმართულება, რაზეც ხელისუფლება მუშაობს. არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა, რომ ბოლოდროინდელი კამპანია, რომელიც წინასაარჩევნოდ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ აწარმოვა, ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ სწორად გაკეთდა აქცენტები განვლილი პერიოდის შეფასებასთან დაკავშირებით. ფაქტებზე დაფუძნებით იქნა საზოგადოებისთვის ინფორმაცია სრულად მიწოდებული. აქედან გამომიდინარე, ალბათ, სწორი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა საზოგადოებას აქვს იმ გეგმების რეალისტურობასთან დაკავშირებით, რომელიც მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება“,-განაცხადა სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ