ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ შეკრებაზე – ყველა დარწმუნდა იმაში, რომ ჩვენი ამბიციური მიზანი, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ძალიან რეალურია

ყველა დარწმუნდა იმაში, რომ ჩვენი ამბიციური მიზანი, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, არის ძალიან რეალური, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ამაში საზოგადოება მაშინ დარწმუნდა, როდესაც ოპოზიციის აქცია „ჩავარდა“, გუშინ კი „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად უამრავი ადამიანი შეიკრიბა.
„ამაში საზოგადოება დარწმუნდა, როდესაც ოპოზიციის აქცია „ჩავარდა“, ახლა კი კიდევ უფრო გამყარდა ეს რწმენა, როდესაც „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად გუშინ უამრავი ადამიან შეიკრიბა. რეალურად, ჩვენ გვაქვს ეს მიზანი -საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მაქსიმალურად მყარად გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება. გუშინდელი შეკრება სწორედ ამის დემონსტრირებას იყო. ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის მისაღებად ყველანაირი რესურსი გვაქვს“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ