ბუზიაშვილი: გამოკითხვაზე დამიბარეს, ახსენეს, რომ აინტერესებთ ჩემი ორგანიზაცია

Atlantic Council-ის მკვლევარი, ეთო ბუზიაშვილი, რომლის სახლშიც ჩხრეკა ჩატარდა, ამბობს, რომ გამოკითხვაზე დაიბარეს.
ბუზიაშვილი ფორმულასთან ჰყვება, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს აინტერესებდათ მისი სამსახურის, ატლანტიკური საბჭოს შესახებ.
“დაახლოებით დილის რვა საათზე მოვიდნენ. არ მითხრეს, რომ ფინანსური პოლიციიდან იყვნენ. თქვეს, რომ გაზის შემოწმების სამსახურიდან იყვნენ და გაჟონვა იყო პრობლემა. შემოვარდა დაახლოებით 6 ადამიანი, დაიწყეს პირდაპირ ჩხრეკა…
გამოკითხვაზე ვარ დაბარებული. ერთადერთი, ახსენეს, რომ აინტერესებთ ჩემი ორგანიზაცია, რომელიც არის ატლანტიკური საბჭო, ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩვენ დეტალურად ვიკვლევთ ს საინფორმაციო ოპერაციებს”- თქვა გელავამ.
გარდა ამისა, მკვლევარი ჰყვება, რომ საგამოძიებოს თანამშრომლებმა მას ადვოკატთან დროულად დაკავშირების საშუალება არ მისცეს.
“უნდოდათ ტელეფონისთვის მომეხსნა კოდი. მე უარი განვაცხადე და არ დამაკავშირეს ადვოკატს”- თქვა გელავამ.
დღეს დილიდან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ჩხრეკას ატარებდნენ ატლანტიკური საბჭოს თანამშრომლის, ეთო ბუზიაშვილის სახლში.
ჩხრეკა ასევე მიმდინარებდა, ამავე ორგანიზაციის კიდევ ერთი თანამშრომლის, მკვლევარ სოფო გელავასა და მისი ქმრის, გიორგი ნონიაშვილის სახლში. ადვოკატ შოთა თუთბერიძს თქმით, ჩხრეკა უკანონოდ ჩატარდა. სახლიდან წაიღეს კომპიუტერული ტექნიკა.
ასევე ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახური იმყოფებოდა ძმებ ონისე და სანდრო ცხადაძეების სახლშიც, საიდანაც კომპიუტერული ტექნიკა წაიღეს.