ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანში „ჰეზბოლას“ 160-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანში „ჰეზბოლას“ 160-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს.
ს სამხედრო თვითმფრინავების სამიზნე „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურა იყო. ასევე, სამხედროებმა სამხრეთ ლიბანში იარაღის საწყობები აღმოაჩინეს.
ლიბანის არმიის განცხადებით, ისრაელის იერიშების შედეგად სამი ლიბანელი სამხედრო დაიღუპა.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებიც ცნობით, ჩრდილოეთ ღაზაში „ჰამასის“ ათობით მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელეს და ტერორიზმში ეჭვმიტანილი 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.