ნატოს წევრი რუმინეთის საჰაერო სივრცე ისევ დაირღვა

ნატოს წევრი რუმინეთის საჰაერო სივრცეში ისევ აღმოჩნდნენ უცხო ობიექტები, რომელთა გამოც შეიარაღებული ძალების სარდლობამ ქალაქ ბორშასთან მდებარე ავიაბაზიდან გაგზავნა ორი თვითმფრინავი F-16.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23 ოქტომბერს, საღამოს რადიოლოკაციურმა სადგურებმა ტულჩის რაიონში ორჯერ დააფიქსირეს საჰაერო ობიექტი. სამინისტრო არ აკონკრეტებს, თუმცა, სავარაუდოდ, საუბარია უპილოტო საფრენ აპარატზე.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, F-16-ებს საჰაერო სამიზნეებთან ვიზუალური კონტაქტი არ ჰქონიათ და მას შემდეგ, რაც ორივეჯერ სიგნალი მალევე დაიკარგა, თვითმფრინავები ბაზაზე დაბრუნდნენ.
დღეს, 24 ოქტომბერს დილიდან სამხედროები იკვლევენ იმ რაიონებს, სადაც სიგნალი დაიკარგა.
რუმინეთის ტულჩის რაიონი, რომელიც მდინარე დუნაის ნაპირზე მდებარეობს, უკრაინის ოდესის ოლქს ესაზღვრება. ს ჯარები დრონებით და რაკეტებით ინტენსიურად უტევენ ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას როგორც შავი ზღვის, ისე მდინარე დუნაის ნაპირზე.
ში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუმინეთის საჰაერო სივრცეში არაერთხელ აღმოჩნდნენ უცხო ობიექტები. მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სამი ასეთი შემთხვევა იყო.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური – თუ ხდება შტურმი და შეტევა, შეგიძლია გამოიყენო ერთდროულად გაზიც, წყალიც და სხვა სპეცსაშუალებებიც, 2021 წელს ეს ცვლილება მე შევიტანე – ბოდიში ახლა და ცოცხლად წვავდნენ პოლიციელებს, ეგ შეიძლებოდა?!