ზაზა თავაძის განცხადებით, ლევან გოგიჩაიშვილს, რომელსაც თავს დაესხნენ, თავის არეში დაზიანებები აქვს მიყენებული

„გახარია საქართველოსთვის“ წევრს ლევან გოგიჩაიშვილს, რომელსაც დღეს თავს დაესხნენ, თავის არეში დაზიანებები აქვს მიყენებული. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიის წევრმა, ზაზა თავაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ლევან გოგიჩაიშვილს, თხემის ზემოთა ნაწილში სიწითლე აღენიშნება.
„გარეგანი დათვალიერებით ფიზიკური ძალადობის ნიშნები აღენიშნება, კერძოდ, თავის არეში. თხემის ზემოთა ნაწილი დაზიანების შედეგად, გაწითლებული აქვს“, – აღნიშნა ზაზა თავაძემ, რომელმაც ლევან გოგიჩაიშვილი პოლიციის განყოფილებაში ნახა.
ინფორმაციისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ლევან გოგიჩაიშვილს მეტროსადგურ „პოლიტექნიკურში” თავს დაესხნენ.
პარტიის ინფორმაციით, პოლიტიკოსი ტელეკომპანია „პალიტრანიუსის” გადაცემაში მონაწილეობისთვის მიდიოდა, როდესაც მას ორ ათეულამდე უცხო ახალგაზრდა კაცი თავს დაესხა.
„ბიძინა ივანიშვილის მუქარის მერე ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ მის მიერ არის ორგანიზებულ და რა თქმა უნდა, ლევან გოგიჩაიშვილის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება”,- აღნიშნავენ პარტიის პრესსამსახურში.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას

დავით ზურაბიშვილი: თქვე კაი დედმამიშვილებო: ყველაზე დიდხანს ვინც გყავდათ პრემიერი, კორუმპირებული აღმოჩნდა, ახლა ციხეში გყავთ; მანამდე ვინც იყო, ხაზარაძესთან ერთად შეთქმულება დაბრალდა და მონასტერშია შეფარებული რომ არ დაიჭირონ…