ჩემპიონთა ლიგა. III ტური: რაფინიას ჰეთ-თრიკი – ელ კლასიკოს წინ “ბარსელონამ” “ბაიერნს” 4:1 მოუგო

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში, მეორე სათამაშო დღეს 9 მატჩი გაიმართა.
„ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე 4:1 დაამარცხა „ბაიერნი“. რაფინიამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, ფერმინმა კი ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. ყოფილ გუნდს გაუტანა ლევანდოვსკიმ, რომლის ანგარიშზე ბოლო 7 შეხვედრაში 11 გოლია. „ბარსა“ 26 ოქტომბერს, ლა ლიგის მეთერთმეტე ტურში მადრიდში „რეალს“ დაუპირისპირდება.
„ლივერპულმა“ სტუმრად 1:0 სძლია „ლაიფციგს“, 9 ქულა აქვს და „ასტონ ვილასთან“ ერთად ლიდერია.
ატალანტა – სელტიკი 0:0
ბრესტი – ბაიერი 1:1
გოლები: 0:1 ვირტცი (24), 1:1
ლე-მელუ (39)
ატლეტიკო – ლილი 1:3
გოლები: 1:0 ალვარესი (8), 1:1 ჟეგროვა (61), 1:2 დევიდი (74, პენ), 1:3 დევიდი (89)
ბარსელონა – ბაიერნი 4:1
გოლები: 1:0 რაფინია (1), 1:1 კეინი (18), 2:1 ლევანდოვსკი (36), 3:1 რაფინია (45), 4:1 რაფინია (55)
ბენფიკა – ფეიენოორდი 1:3
გოლები: 0:1 უედა (12), 0:2 უედა (24), 1:2 აკტიურკოღლუ (66), 1:3 მილამბო (90+2)
ზალცბურგი – დინამო (ზ) 0:2
გოლები: 0:1 კულენოვიჩი (49), 0:2 პეტკოვიჩი (84)
გაძევება: შლაგერი (66, ზალცბურგი)
მანჩესტერ სიტი – სპარტა 5:0
გოლები: 1:0 ფოდენი (3), 2:0 ჰოლანი (58), 3:0 სტოუნზი (64), 4:0 ჰოლანი (68), 5:0 ნუნიეში (88, პენ)
ლაიფციგი – ლივერპული 0:1
გოლები: 0:1 ნუნიესი (27)
იანგ ბოიზი – ინტერი 0:1
გოლი: ტიურამი (90+3)
გამოუყენებელი პენალტი: არნაუტოვიჩი (48, ინტერი)
ჩემპიონთა ლიგა. III ტური: “რეალის” დიდებული ქამბექი და ქართველების გუნდების მორიგი წაგებები [VIDEO]