ბერა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა და თქვა:
„გუშინდელი დღესავით მახსოვს, 16 წლის ვიყავი, როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო და მამაჩემის გვერდით ვიბრძოდი. მინდა გითხრათ, რომ მაშინაც და დღესაც მამაჩემს ნებისმიერ ბრძოლაში ბრმად გავყვებოდი და გავყვები. თუმცა, თუ შეიძლება ითქვას, რომ მაშინ ემოციებით სავსე ბავშვი ვიყავი, რომელიც მამას მიჰყვებოდა, დღეს უკვე მე თვითონაც მამა ვარ და სულ სხვანაირად აღვიქვი, გავათვითცნობიერე რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული, თუ რისთვის იბრძვის მამაჩემი და ჩვენი მშობლები ამდენი წელია. მინდა, რომ ჩემმა ბერუკამ, ჩემმა დადუმ, თითოეული თქვენგანის შვილებმა, ჩვენმა საყვარელმა, ჩვენმა საოცარმა პატარებმა იცხოვრონ გაბრწყინებულ, ერთიან, მშვიდობიან, ძლიერ, ღირსეულ საქართველოში. ჩვენ ვიცით, რომ დღესდღეობით ამისთვის არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი გზა, ამ გზას ჰქვია „ქართული ოცნება“. მეც, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, როგორც თქვენი ქართველი ძმა, სადაც არ უნდა ვიყო, რა დროც არ უნდა გავიდეს, ყოველთვის თქვენს გვერდში ვიქნები.
ყველამ ერთად – ჩვენს საქართველოს გაუმარჯოს!
უფალი გფარავდეთ!“